სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართული, გამართული სიტყვა, დაე, მუდამ გუგუნებდეს მარად“ - დედაენის დღე საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაში
15-04-2021
-
+


14 აპრილი დედაენის დღეა და ამ ისტორიული თარიღის აღნიშვნას ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს N2 საჯარო სკოლაც შეუერთდა.

სკოლაში მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება პედაგოგ თეა გაგუას ხელმძღვანელობით ჩატარდა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები და დაამზადეს ანბანი.

აღნიშნული აქტივობით სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის ცოდნის აუცილებლობა გაიაზრეს.

„1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ,ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას,საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ... 

ქართული ანბანი ერთ–ერთი უნიკალური დამწერლობაა მსოფლიოში, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება და  ეს ნამდვილად საამაყოა  ჩვენი ქვეყნისთვის.  ენათმეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ტარიელ ფუტკარაძე ამბობს „დედა ენა არის ერის არსებობის საფუძველი,ხოლო სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საზომია“  

,,ქართული ანბანი - ბულბულის სტვენა                                                          

ქართული სიტყვები - ალმასთა ცვენა  

ქართული გალობა, ლოცვა და რწმენა  

ღმერთმა გვიანდერძა ჩვენ დედაენა“!!!!

გავიხსენოთ დიდი ილიას სიტყვები: ,,სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა–პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონებთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას? ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“.  

ამ დიდი განძის გავლენას იაზრებენ ჩვენი სკოლის საამაყო მოსწავლეები, მე მჯერა მათი თითოეული სიტყვის რაც დღეს წარმოთვეს ღონისძიებაზე, მჯერა რომ ქვეყნის საამაყო პატრიოტებად ჩამოყალიბდებიან რასაც საფუძველი ნამდვილად ჩაყრილი აქვს. ბოლოს კი დიდებული თანამედროვე პოეტის ია ნანეიშვილის სიტყვებით დავასრულებ:   

„არასოდეს გადაშენდეს ქვეყნად, 

უფლის სიტყვა - საქართველოს ფარად  

და ქართული, გამართული სიტყვა 

დაე,მუდამ გუგუნებდეს მარად“ - ნათქვამია მასწავლებლის მიერ „ეტალონისთვის“ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:                                                                    


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
ბესიკ კალაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი შრომისთვის
 

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება