| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს. პედაგოგებმა მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენეს და ქართული ენის ისტორია უამბეს.
„აი ია, საოცრების დასაწყისი,
საუკუნეს რომ ანათებს ძალა მისი“
ი. გოგებაშვილი
ქართულ ანბანს დამოუკიდებელი ადგილი უჭირავს მსოფლიოს ანბანთა სისტემაში. ძველ ქართულში, როგორც ცნობილია, დღევანდელ ასოებთან ერთად, გამოიყენებოდა სხვა ასოებიც, როგორებიცაა , ჱ - ეი, ჲ — იოტა, ჳ — ვიე , ჴ — ხარი, ჵ — ჰოე..
ქართული ანბანისა და მართლწერის გასაადვილებლად ილია ჭავჭავაძე მოითხოვდა ხმარებიდან ამოსულიყო ეს ასოები და ასაბუთებდა თითოეული მათგანის არსაჭიროებას. იგი წერდა: „კაცის ენა კერძო პირსავით იზრდება და ხშირად იქნება, რომ კანონები ერთ დროს საჭირონი, სხვა დროს უვარგისნი არიან ხოლმე. ამიტომაც არის, რომ ახალი ენა ძველს ენას არა ჰგავს, როგორც ახალი კაცი არა ჰგავს ძველ კაცსა“.
ქართული ენის სიწმინდის დაცვისთვის ბრძოლაში ილიას გვერდით ედგნენ მოწინავე მოღვაწეები, რომლებიც ებრძოდნენ ყველას, ვინც არღვევდა ქართული ენის განვითარების ბუნებრივ გზას. ამ საქმეში განსაკუთრებით დიდი წვლილი აქვს იაკობ გოგებაშვილს. თუ ილია ენის ზრდა-განვითარებას კაცის ზრდა-განვითარებას ადარებს, იაკობ გოგებაშვილიც იმავე თვალსაზრისისაა და ენას ადარებს ხეს, რომელიც იზრდება და ვითარდება.
ქართული ენა- ქვეყნის კულტურისა და ისტორიის მატარებელი- ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ყველაზე დიდი მონაპოვარია. იგი ერთ-ერთი გამორჩეული ენაა იმ მხრივ, რომ თითო ბგერას მხოლოდ ერთი გრაფიკული ნიშანი შეესატყვისება და პირიქით, ვწერთ ისე, როგორც გვესმის. სხვა თვისებებთან ერთად, სიმარტივე და სინაზეა ქართული ენის მახასიათებლები და მთავარი ღირებულებები.
დღევანდელი ახალგაზრდობა აცნობიერებს ქართული ენის როლს და ადგილს, მისი ცოდნის მნიშვნელობას. სკოლაში, ისევე როგორც სხვა საგნების, ქართული ენის სწავლება მოსწავლეზე და შედეგზეა ორიენტირებული. პედაგოგები მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს და ხერხებს, რომელთაც მიზნობრივად იყენებენ შესაბამის კლასებში.
არანაკლებ საყურადღებოა, სკოლის გარეთა თაობა, რომლებიც ვერ ფლობენ სახელმწიფო ენას. ენის სწავლების გზებიდან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის მეთოდი, რომელიც სკოლაში ფართოდ გამოიყენება. რეალობა ცხადყოფს, რომ ენის პრაქტიკული შესწავლა მიღწევადია ქართულის მცოდნე, ამ შემთხვევაში ქართველ ხალხთან კომუნიკაციით, როდესაც შექმნილი სიტუაცია მოითხოვს იმ ენაზე საუბარს. კომუნიკაციით ენის შესწავლა, მთავარი დატვირთვის გარდა, საფუძველია მეგობრობის, ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის. ხოლო „ვინც გამსჭვალულია ადამიანისადმი სიყვარულით, ის ამ კეთილშობილურ გრძნობას ახორციელებს პირველ ყოვლისა თავის სამშობლოსა და თვისტომთა მიმართ...“- ამბობს ი. გოგებაშვილი.
ქართული ენა, რომელიც „ქართლის ცხოვრების თანახმად, ქართლის მეფე ფარნავაზმა შექმნა... და განავრცო“, მყარად დგას ცივილიზებულ ენათა შორის, მისი მდგრადობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული.
ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა სახელმწიფო ენის წინაშე და გავუფრთხილდეთ მას.
გილოცავთ ქართული ენის დღეს!“- წერს ელზა აშიროვა.
შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან
„ვარსკვლავების“ დაჯილდოების ცერემონიამ ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა - Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ
ბაღებში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურების სისტემა და განათლების დივერსიფიცირებული მოდელები - კიდევ რა ცვლილებების დანერგვას ითვალისწინებს დოკუმენტი
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს
პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ სახალისო, შემოქმედებით აქტივობაში ჩართეს
მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას
შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან