| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სანდრო შანშიაშვილის სახელობის სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საჯარო სკოლის რესურს ოთახში პატარა მოსწავლემ და სპეციალურმა პედაგოგმა დედაენის დღე აღნიშნეს.
პედაგოგმა მოსწავლეს საინტერესო და სახალისო აქტივობები შესთავაზა. მოსწავლეც სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაერთო და იაქტიურა.
14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს
„გვიყვარხარ პატრიარქო!“ - izrune.ge-ს საქველმოქმედო აქციამ დიდი ინტერესი გამოიწვია
ბზის მოჭრისთვის ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე გაიზარდა - კონტროლის გამკაცრებაზე ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს
სად უნდა ნახოთ ინფორმაცია საჯარო და კერძო სკოლების შესახებ - პედაგოგებისა და მოსწავლეების რაოდენობა, ვაკანტური ადგილები, შინაგანაწესი და სხვა დეტალები
„მასწავლებლებმა უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ ღმერთი არის სიყვარული“...
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლის დირექტორი ნონა რატიანი პასუხობს
პედაგოგმა მოსწავლეებთან ერთად შექმნა პოსტერი, მათ იმუშავეს დიდი ინტერესით და პასუხისმგებლობით
პრაქტიკული აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.