| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N198 საჯარო სკოლის (რესურსსკოლა) 15 სსსმ მოსწავლეს უჭირდა СOVID-19 პანდემიისას დისტანციურ სწავლებაში სრულყოფილად ჩართვა. სკოლამ მოამზადა პროექტი, რომლის მიზანიც კონკრეტულად ამ მოსწავლეების ტექნიკური მხარდაჭერა იყო.
„პროექტის ფარგლებში როტარი კლუბმა გამოთქვა თხუთმეტივე სსსმ მოსწავლის დახმარების სურვილი: 2021 წლის 11 აპრილს სკოლას ესტუმრა „Rotary Club Tbilisi Old Town“. მისი წარმომადგენლები შეხვდნენ იმ მოსწავლეებს - ვინც ვერ ახერხებდა დისტანციურ სასწავლო პროცესში ეფექტურად ჩართვას და გადასცეს სმარტფონები.
შეხვედრის შემდეგ, სკოლის პედაგოგებმა და დირექტორმა ისაუბრეს ყველა იმ გამოწვევასა და პრობლემაზე, რომელიც მოსწავლეების საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციის პროცესს გარკვეულწილად აფერხებს. დაიგეგმა თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი.
სკოლის სახელით მადლობას ვუხდით კლუბსა და მის პრეზიდენტს ვასილ თამაზაშვილს რესურსკოლის საქმიანობით დაინტერესებისთვის, სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეების გახარებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“