სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N4 და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლების სპეცმასწავლებელმა მოსწავლეებს დედაენის დღესთან დაკავშირებით საინტერესო და სახალისო აქტივობები შესთავაზა
14-04-2021
-
+


ბათუმის N4 და დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლების სპეცმასწავლებელმა, ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგმა და ტრენერმა ლალი ჯაფარიძემ სსსმ მოსწავლეებისთვის დედა ენის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის აქტივობები განახორციელა.

„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს განსაკუთრებით ყურადღებით ვურჩევ დამატებით რესურსოთახში განსახორციელებელ აქტივობებს. ვითვალისწინებ მულტიდისციპლინური გუნდის რეკომენდაციებს და მაქსიმალურად ვარგებ მათი ინტერესების სფეროს. რესურსოთახში დამატებით ვმუშაობთ და ვცდილობ ეს მოსწავლეებისთვის სახალისო იყოს.

აქტივობები ორივე სკოლის რესურსოთახში დედაენის დღეს მიეძღვნა. მოსწავლეებს წავუკითხე იაკობ გოგებაშვილის „ლომი და თაგვი“. ვისაუბრეთ სიკეთის ძალაზე. უფრო გასაგები და სახალისო რომ ყოფილიყო კითხვის დასრულების შემდეგ ვნახეთ მულტფილმი „ლომი და თაგვი“. გავიხსენეთ იაკობ გოგებაშვილის დედაენა. სსსმ მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ ხატვა, ამიტომ დავამზადეთ პოსტერი - ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ!

მეცადინეობა დავასრულეთ ნოდარ დუმბაძის სიტყვებით „ერი და დედაენა ჩვენთვის ერთი და იგივეა“.

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის და დაბა მახინჯაურის სკოლების მოსწავლეების სახელით, ყველას გილოცავთ დედაენის დღეს!“,- აღნიშნულია პედაგოგის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება