სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N10 სკოლის მასწავლებელი ქეთევან დიასამიძე სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული საქმიანობისათვის დაჯილდოვდა
14-04-2021
-
+


ბათუმის N10 საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთევან დიასამიძე სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული საქმიანობისათვის დაჯილდოვდა.

10 აპრილს, თბილისის ექსპო ჯორჯიაში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური ეროვნული კონფერენცია-გამოფენა გაიმართა.

ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობდნენ მასწავლებლები, რომლებიც, მოსწავლეებთან ერთად, უამრავ საინტერესო პროექტსა თუ აქტივობას ახორციელებენ და ყოველდღიურად უკეთესობისკენ ცვლიან გარემოს.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა, სამოქალაქო განათლების წარმატებულ პედაგოგთა და სასკოლო სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვეების დაჯილდოების ცერემონია. წარმატებულ პედაგოგად დასახელდა ბათუმის N10 საჯარო სკოლის ისტორია-სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ქეთევან დიასამიძე, რომელიც სამოქალაქო განათლების მიმართულებით გაწეული საქმიანობისათვის დაჯილდოვდა. 

კონფერენციის საზეიმოდ გახსნაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ეკა დგებუაძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ დირექტორი მარინა უშვერიძე, მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი. ეკა დგებუაძემ თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების მნიშვნელობასა და მასწავლებელთა წახალისების აუცილებლობაზე. კონფერენციას ესწრებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, ასევე სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის აღმასრულებელი დირექტორი მაკა ბიბილეიშვილი, განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია და სხვები.

„მინდა გითხრათ, რომ ჩემი მიზანია სამოქალაქო განათლების სწავლა სწავლების პროცესი უფრო აქტიური, მნიშვნელოვანი და სახალისო გავხადო, ვინაიდან სამოქალაქო განათლებას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია მოსწავლე ახალგაზრდობის პიროვნებად ჩამოყალიბებასა და ფორმირებაში,რომელსაც ცხოვრებაში გამოიყენებენ“,- აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება