| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის, შუამთის საჯარო სკოლაში 1989 წლის 9 აპრილს, სამშობლოს სიყვარულს შეწირული გმირები გაიხსენეს, საქართველოს ისტორიაში წითელი ასოებით ჩაწერილ დღეს ღონისძიება მიუძღვნეს და ყვავილებით შეამკეს 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი.
ტიციან ტაბიძის სახელობის, შუამთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს რაიონულ ღონსიძიებაში. 9 აპრილის მემორიალთან მისულმა სასკოლო საზოგადოებამ კი ღირსეული პატივი მიაგო სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირებს! იყო ბევრი ცრემლი, მადლობა თავისუფლებისთვის და ტკივილი, რომელიც 32 წლის შემდეგაც არ განელებულა.
1989 წლის 9 აპრილს, ქართველი ერის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა – მაშინდელი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა… დილის 4 საათზე საბჭოთა არმიის ნაწილებმა მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მომიტინგეები არნახული სისასტიკით დაარბიეს, რის შედეგადაც დაიღუპა 21 მშვიდობიანი მოქალაქე, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე და ადგილობრივი მაცხოვრებელი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“