სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამაგისტრო გრანტის მოცულობა 2 მილიონ 250 ათასი ლარით განისაზღვრა - იხილეთ პრიორიტეტული პროგრამები
14-04-2021
-
+


საქართველოს მთავრობის დადგენილებით 2021-2022 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა და ოდენობა განისაზღვრა.

2021-2022 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარით.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გასანაწილებელი გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვროს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარით.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ​​3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვროს 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარით.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 80​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვროს 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით.

2021-2022 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.

2021-2022 სასწავლო წლისთვის:

ა) განისაზღვროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები:

ა.ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა);

ა.ბ) ჯანდაცვა;

ა.გ) ჰუმანიტარული;

ა.დ) ხელოვნება;

ა.ე) აგრარული;

ა.ვ) განათლება;

ა.ზ) სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა);

ა.თ) საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა);

ა.ი) სამართალი;

ა.კ) მათემატიკა და ფიზიკა;

ა.ლ) ინფორმაციული ტექნოლოგიები;

ა.მ) ბიზნესი და ეკონომიკა;

2021-2022 სასწავლო წლისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხის 60,04% (1 200 800 (ერთი მილიონ ორასი ათას რვაასი ლარი) ნაწილდება ამ პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში განსაზღვრულ მაგისტრატურის პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებზე, პროცენტული მაჩვენებლების შემდეგნაირი განაწილებით:

ა) საინჟინრო (გარდა ინფორმაციული ტექნოლოგიებისა) − 9,57%;

ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი (გარდა ფიზიკისა) − 9,07%;

გ) სოციალური მეცნიერებები (გარდა ეკონომიკისა) − 8,57%;

დ) განათლება − 6,07%;

ე) ჰუმანიტარული − 6,07%;

ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიები − 5,87%;

ზ) ბიზნესი და ეკონომიკა − 5,07%;

თ) სამართალი − 3,07%;

ი) მათემატიკა და ფიზიკა − 2,67%;

კ) აგრარული − 2,17%;

ლ) ჯანდაცვა − 1,17%;

მ) ხელოვნება − 0,67%.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება