სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

​ჩხორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
12-04-2021
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენელი გვიამბობს:

„დღე უდიდესი ტკივილისა და ამავდროულად, უდიდესი სიხარულისა!..9 აპრილი ცრემლნარევი სიხარულის დღე ჩვენი ერის ისტორიაში...არავინ და არაფერია დავიწყებული...  

სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ ინიციატივით  ჩხორიის სასოფლო ბიბლიოთეკაში სკოლის ( ხელმძღვანელები: მაია არახამია და თეა ფიფია), სასოფლო ბიბლიოთეკის  (ხელმძღვანელები: ინგა ფიფია და ფასო სოსელია) და არაპროფესიული თეატრის (ხელმძღვანელი: მურმან შეროზია) ერთობლივი ძალისხმევით  (9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.  

„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“, „მადლობა თავისუფლებისთვის“.

ზუსტად 32 წლის წინ მაშინ, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოს დედაქალაქში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც, ამას გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-ამდე პირი.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.      

სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH Iნტერნატიონალ-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UშAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით. პროექტს სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ახორციელებს ასოციაცია „ათინათი“.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება