| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში თემაზე - „9 აპრილის ტრაგედიით გამოწვეული ტკივილის ასახვა ლიტერატურასა და ხელოვნებაში“ ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა პლაკატები - „გვახსოვდეს 9 აპრილის გმირები“ და „დღე გლოვის დღე გამარჯვების“ დაამზადეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
ღონისძიება მიზნად ისხავდა, ტრაგედიით გამოწვეული ტკივილის ასახვას.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი მარიამ ბესიაშვილი, ხელოვნების მასწავლებელი მარი სიხარულიძე და 5კლასის დამრიგებელი კარინა ბუიანოვა.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.
2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს
„მასწავლებლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და გადატვირთულ კლასებს აპროტესტებენ, საბერძნეთში სასწავლო პროცესში პარალიზებულია“...
აპლიკანტებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა უკვე შეუძლიათ - გამოცდა NAEC-ში 24 და 25 ოქტომბერს ჩატარდება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება