სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენ მე მაბედნიერებთ“ - ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს პედაგოგი წარმატებას ულოცავს
09-04-2021
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერეკლე მეფის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით ორგანიზებულ ორ საპროექტო თემაში მოიპოვეს წარმატება.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ერეკლე მეფის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით განახორციელა საავტორო პროექტი თემაზე: „ეს ჩვენი მეფე ერეკლე“.

პროექტში აქტიურად ჩერთვნენ ჩემი უსაყვარლესი მოსწავლეები: ნინო სესიტაშვილი, მარიამ ნოზაძე, ანანო ბახტურიძე, მარიამ მჭედლიძე ვანოს ასული, მეორე მარიამ მჭედლიძე გიორგის ასული და მარიამ კაპანაძე.

პროექტი განხორციელდა საქართველოს მასშტაბით. ჩვენ წარვადგინეთ სამი საპროექტო თემა - ტურიზმის სექციაში, ჟურნალისტიკის სექციაში და ესეისტიკის სექციაში. სამიდან ორმა ნაშრომმა მოიპოვა წარმატება. ტურიზმის სექციაში მარიამ მჭედლიძემ მოიპოვა მესამე ადგილი, ესეისტიკის სექციიდან კი მარიამ კაპანაძე თავისი თემით მოხვდა საუკეთესო ათეულში.

ამ წარმატებას ვულოცავ ჩემს მოსწავლეებს. მათი თავდაუღალავი შრომა დაფასდა.

კიდევ უამრავ წარმატებებს გისურვებთ ჩემო საყვარელო ბავშვებო. თქვენ მე მაბედნიერებთ, ამ სიხარულისთვის კი მადლობას გიხდით თქვენი ირმა მასწავლებელი“, - აღნიშნულია სკოლის პედაგოგის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება