სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქვიშხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეების ბრწყინვალე შედეგი izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში
09-04-2021
-
+


დიმიტრი ყიფიანის სახელობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის, ქვიშხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების პროექტებში და ამის დასტური გახლავთ მათი მონაწილეობა ყველაზე მზრუნველ პროექტში.

8 აპრილს, izrune.ge-ზე „წიგნიერების ხუთშაბათის“ ტესტის დღეს, მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეებმა - მარიამ გომარელმა და საბა გომარელმა, კიდევ ერთხელ, ასახელეს სკოლა, გაახარეს ოჯახი და izrune.ge-ს შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალე შედეგით გაიარეს. izrune.ge კი მათ წარმატებას ასე გამოეხმაურა:

„თქვენ უკვე იცნობთ, სწავლის მოყვარულ, საამაყო, მომღიმარ და-ძმას, მარიამ გომარელსა და საბა გომარელს, ქვიშხეთის საჯარო სკოლის მეოთხე და მეექვსე კლასის მოსწავლეებს. მარიამმა და საბამ ბრწყინვალე შედეგით კიდევ ერთხელ გვასახელეს. აღსანიშნავია, რომ ისინი უკვე დიდი ხანია, izrune.ge-ს დიდი ოჯახის ერთგული და საამაყო წევრები არიან!“

„ამ ტესტებით ბევრ რამეს სწავლობენ ჩემი შვილები. მადლობა ამისთვის, მთელ შემოქმედებით კოლექტივს. საბა არის მოტივირებული და მიზანდასახული. აინტერესებს ყველაფერი, უყვარს კითხვა, მოსწონს სათავგადასავლო მოთხრობები. მარიამი კი ძალიან მოტივირებული მოსწავლეა. უყვარს ცეკვა და სიმღერა. არც ერთ ტესტს არ ტოვებს შეუსრულებელს. ეს ტესტები ყველა მოსწავლემ უნდა გააკეთოს, რათა უფრო მეტი ცოდნა დააგროვოს. მადლობა izrune.ge-ს ჩვენი შვილების განათლებაზე ზრუნვისთვის“, - ასე გამოხატეს სიხარული საბას და მარიამის მშობლებმა. 

ყოჩაღ, საბა და მარიამ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი შედეგები გაქვთ! ყოჩაღ, თქვენს მზრუნველ ოჯახს და ყურადღებიან მასწავლებლებს, იმისთვის, რომ მოტივაციას გმატებენ! ვამაყობთ, რომ ასეთი მოტივირებული, მიზანდასახული და საამაყო მოსწავლეები ხართ!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება