სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და სიმბოლურად ტიტები დარგეს
09-04-2021
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში კლასის საათი 9 აპრილის თემასთან დაკავშირებით ჩატარდა. მოსწავლეებმა სკოლის ტერიტორიაზე სიმბოლურად დარგეს ტიტები და სამშობლოსთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

„მე-8 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნათია ფერაძის მხარდაჭერითა და ინიციატივით ჩაატარეს კლასის საათი 1989 წლის 9 აპრილის თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეებმა სკოლის სხვა მოსწავლეებს თუ მასწავლებლებს გააცნეს გმირები, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოს დასაცავად.

აქტივობის სახით სკოლის ეზოში გააკრეს დაღუპულთა ფოტოები. საბოლოოდ კი სიმბოლურად ტიტებიც დაარიგეს. ღონისძიებამ კარგად ჩაიარა. ბოლოს სკოლის დირექტორმა ქალბატონმა სტელა გიგოლაევამ ყველას მადლობა გადაუხადა. ასევე კლასთან და ქართულის პედაგოგთან ერთად სიმბოლური ფოტოებიც გადაიღო. საბოლოოდ ღონისძება მუსიკის ფონზე დასრულდა, ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება 

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება