სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის 135 წლის იუბილე საზეიმოდ აღნიშნეს
27-11-2017
-
+


წყალტუბოს პირველი სკოლის დაარსებიდან 135 წელი გავიდა. სკოლის იუბილე წყალტუბოში საზეიმოდ აღინიშნა.

ოტია იოსელიანის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში გაიმართა პროექტის „აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისა“ პრეზენტაცია, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები - წყალტუბის მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი, პარლამენტარი გენადი მარგველაშვილი, ამავე სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები და ინტელიგენციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოწვეულ საზოგადოებას, პედაგოგებსა და მოსწავლეებს სკოლის 135 წლის იუბილე მიულოცა ამავე სკოლის დირექტორმა ფაქიზო ფანჩულიძემ, მანვე მიმოიხილა ამ უძველესი სასწავლო დაწესებულების განვითარების ისტორია, ისაუბრა ყველა იმ სიახლეზე, ინოვაციურ პროექტსა და წარმატებებზე, რომლებიც უშუალოდ მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება. მოსწავლეებმა შეასრულეს მწერალ ოტია იოსელიანის მიერ დაწერილი სკოლის ჰიმნი.

სკოლის წარსულზე შექმნილი ვიდეო-რგოლის ჩვენების შემდეგ გაიმართა საუკეთესო კურსდამთავრებულების დაჯილდოება. ეს საპატიო ტიტული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს, გრიგოლ იოსელიანს, საკრებულოს თავმჯდომარეს გრიგოლ ივანეიშვილს, წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს მამუკა ჩხეტიანს, ანზორ ბაბუნაშვილს, პოეტ ელადა ქაროსანიძეს, პირველი სკოლის ყოფილ დირექტორ ნათელა ბაზაძეს გადაეცათ.

პირველი სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურულ-დენდროლოგიური კონცეფციის შესახებ ისაუბრა ანზორ ბაბუნაშვილმა, სკოლის წარსულზე მოხსენება გააკეთა ამავე სკოლის პედაგოგმა, ისტორიკოსმა იზო ჯანგავაძემ, სკოლის ისტორიაზე დაწერილი წიგნის შესახებ ისაუბრა ავტორმა ციალა ღვინიანიძემ.

პირველი სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სანახაობრივად ლამაზი, ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიცია.

„დღეს მართლაც მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ, ვულოცავ პედაგოგებს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს. პირველ სკოლას აქვს მდიდარი ტრადიციები, ჰყავს ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული და დარწმუნებული ვარ, ახალი თაობაც მომავალში დიდ წვლილის შეიტანს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის განვითარებაში,“- განაცხადა პარლამენტარმა ცოტნე ზურაბიანმა.

„პირველი სკოლა ყოველთვის იყო განსაკუთრებული, მეამაყება, რომ ამ სკოლის კურსდამთავრებული ვარ, მინდა გისურვოთ წარმატებები, სიახლეების მუდმივი ძიება. ბევრი ნიჭიერი, მოზროვნე და მოტივირებული მოსწავლისთვის გაგეკვლიოთ გზა,“ - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

„დროში გაგრძელებული გმირობა“ - პროფესორ გია შელიას ამ შეფასებაში გაერთიანდა სათქმელი, რომელიც ყველა ეპოქაში ყველაზე ღირებული და ფასდაუდებელია, რადგან სწორად აღზრდასა და ცოდნის მიზანმიმართულ გაზიარებზე, განათლებაზეა დამოკიდებული მომავალი თაობისა და ქვეყნის ბედი, მისი უკეთესი მომავალი.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება