სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ინწკირვეთის საჯარო სკოლის ფართოდ გაღებული კარი ნიჭიერი პედაგოგებისთვის
08-04-2021
-
+


გახსოვთ ვიდეო, მასწავლებელი, დაწყებითი კლასის უსაყვარლეს მოსწავლეებთან ტიკ-ტოკზე რომ ცეკვავს? - ეს შუახევის მუნიციპალიტეტის, ინწკირვეთის საჯარო სკოლის პედაგოგი თამუნა ლაბაძეა, რომელიც ვიდეოს გავრცელებიდან მეორე დღესვე უკვე ძალიან პოპულარული გახდა.

არადა, როგორც აღმოჩნდა, თამუნა მასწავლებელი სკოლაში დროებით ყოფილა, მუშაობა 1 ოქტომბერს დაუწყია და 2 აპრილს ინწკირვეთის საჯარო სკოლის კედლები უნდა დაეტოვებინა, მაგრამ დირექტორმა - ეთერ ქათამაძემ, ერთმუშტად შეკრულ კოლექტივთან ერთად, სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო.

სასკოლო საზოგადოებამ, რომლმაც თამუნას შეყვარება ამ პერიოდში უკვე მოასწრო და მის პროფესიონალიზმშიც დარწმუნდა, გადაწყვიტა, ერთობლივი ძალისხმევით, იგი სკოლაში დაეტოვებინათ და ამ ისტორიას .Etaloni.ge თამუნა ლაბაძე პირადად უამბობს:

„პირველ ყოვლისა, გეყვით, რომ როდესაც ვიდეო ჩავწერეთ, თვითმიზანი პოპულარობა არ ყოფილა, მაგრამ მოხარული ვარ, რომ მხიარულება მისი გავრცელებიდან მეორე დღესვე ყველას გადაედო - რაც მეტი მხიარული ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი. ინწკირვეთის საჯარო სკოლაში კი 1 ოქტომბერს მივედი, დროებით 2 აპრილამდე, თუმცა სკოლის დირექციამ, პედკოლექტივმა გადაწყვიტეს, ეს არ დაეშვათ და ამისთვის მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. ჯერჯერობით, არ ვიცი, საათები როგორ გადანაწილდება, თუმცა ანაზღაურებას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ვიყო იმ სფეროში, რომელიც მსიამოვნებს და ვაკეთო საქმე, რომელიც მიყვარს“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება