სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სხვადასხვა საგნის გაკვეთილზე, საგნის სწავლების პარალელურად, მოსწავლეები ევროპის შესახებაც ისწავლიან
27-11-2017
-
+


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში კონფერენცია - „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“ გაიმართა. 

კონფერენციის მიზანია ევროკავშირის ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგმოდულის შეფასება და სამომავლო გეგმების დასახვა.

პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ევროკავშირის ადგილობრივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ახორციელებს, სკოლებში ევროკავშირის შესახებ სწავლების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ტრენინგმოდული, რომელიც გულისხმობს მასწავლებლებისათვის ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სწავლებას, თუ როგორ არის შესაძლებელი სხვადასხვა კლასში სხვადასხვა საგნის გაკვეთილზე, საგნის სწავლების პარალელურად, მოსწავლეებმა ევროპის შესახებაც ისწავლონ.

კონფერენცია პრაქტიკულ მუშაობასაც ითვალისწინებდა: ძირითადი სესიის დასრულების შემდეგ, მასწავლებლებმა ტრენინგებზე გავლილი საკითხები ფოკუს ჯგუფებში მიმოიხილეს და მიღებული რეკომენდაციების პრაქტიკაში გამოყენების შესახებ იმსჯელეს.

პროექტის ფარგლებში ასევე მომზადდა სახელმძღვანელო „ევროპა ჩემს გაკვეთილზე“, რომლის პრეზენტაციაც კონფერენციაზე შედგა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ამინდის პროგნოზის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

მანდატურების ფორმა იცვლება - მინისტრის ბრძანება ძალაშია

ანაზღაურება 3040 ლარია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნა 2 ივლისის ჩათვლით შეგიძლიათ

მასწავლებლის საგამოცდო ქულა ამ დოკუმენტში უნდა ჩაიწეროს - ბრძანება

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობდნენ წყლის რესურსების, მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების მნიშვნელობას

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

ბავშვებისთვის ეს ღონისძიება დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება