სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეების წარმატება ლიტერატურულ კონკურსში
08-04-2021
-
+


კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების პროექტებში და არაერთ კონკურსშიც დიდი ენთუზიაზმითა და წარმატებით მონაწილეობენ.

„სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ ინიცირებულ პროექტში - „ყველაზე წიგნიერი გუნდი“ სკოლა-ლიცეუმ „ცოდნის“ VI-VII კლასის მოსწავლეები სიხარულით ჩაერთნენ. პროექტის ხელშემწყობი გახლავთ სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები: დარეჯან ცხომარია და ხათუნა გრძელიძე.

პროექტის მიზანია სკოლებში კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა. შესაბამისად, ბავშვებმა წაიკითხეს კლასგარეშე მხატვრული ლიტერატურა, იმსჯელეს, ერთმანეთს გაუზიარეს აზრები, შთაბეჭდილებები. ვირტუალურად იმოგზაურეს სხვადასხვა სამყაროში და მიიღეს მონაწილეობა საინტერესო თავგადასავლებში. კონკურსის I ეტაპის შემდეგ უკვე კარგად იციან, როგორი შეგრძნებაა, გქონდეს „ყველაზე წიგნიერის“ მონაწილის სტატუსი და უკვე ემზადებიან II ტურში წარმატებული ბრძოლისთვის - სკოლის ხუთივე გუნდმა წარმატებით გადალახა პირველი ეტაპი.

„ყველაზე წიგნიერი“ არის პროექტი, რომელმაც წამაკითხა 10-ზე მეტი წიგნი. ვფიქრობ, ეს ყოველივე საინტერესოა, რადგან იძენ ინფორმაციას, ასევე წიგნის მეშვეობით ვირტუალურად მოგზაურობ სხვადასხვა ადგილას და ეცნობი წიგნის გმირებს“, - აღნიშნა მე-6 კლასის მოსწავლემ, გიორგი მოდებაძემ, გუნდ ,,მუშკეტერების“ კაპიტანმა.

„ეს ძალიან საინტერესო პროექტია. იმედია, უფრო ბევრი ბავშვი შემოგვიერთდება. სწორედ ისეთი ბავშვებისთვის არის პროექტი, ვისაც თავგადასავლები უყვარს“, - ასე გამოეხმაურა მეექვსეკლასელი დანიელ ბოჭორაძე, გუნდ „ცოდნელების“ კაპიტანი კონკურსს.

„მე აღმოვაჩინე ძველი წიგნების აქამდე შეუმჩნეველი მხარეები. სწორედ ამ კონკურსში მონაწილეობისას მეტად დავუმეგობრდი წიგნებს. ყველას მოვუწოდებ - გახდით „ყველაზე წიგნიერი“, - ელისაბედ ამირანაშვილი, მე-6 კლასის მოსწავლე, გუნდ „ცოდნელების“ წევრი.

„მთავარია მონაწილეობა, თუმცა გამარჯვების განცდაც ძალიან სასიამოვნო და საამაყო იქნება. გავხდე ყველაზე წიგნიერი - პირადად ჩემთვის, ძალიან ბევრს ნიშნავს“, - საბა მაისურაძე, გუნდ „მუშკეტერების“ წევრი.

„მოუთმენლად ველოდი კონკურსის პირველ ტურს, რადგან მსურდა, ჩემი ცოდნა გამომემჟღავნებინა, საკუთარი თავი გამომეცადა... ვთვლი, რომ მთავარია მონაწილეობა ამ საინტერესო კონკურსში“, - საბა გაგნიძე, გუნდ „სწავლულების“ კაპიტანი.

„წიგნების კითხვა ძალიან მიყვარს, ბევრიც მაქვს წაკითხული და ამიტომაც, ვთვლი, რომ ეს კონკურსი სწორედ ჩემთვისაა... მაქვს იმედი, რომ ფინალამდე მივალთ, თუმცა მთავარი მაინც მონაწილეობა და საკუთარი თავის გამოცდაა“, - კობა ხიმშიაშვილი, გუნდ „სწავლულების“ წევრი.

„ყველაზე წიგნიერი“ მართლაც არის ის კონკურსი, რომელმაც მრავალი მოსწავლე გააერთიანა და რაც მთავარია, ყველაზე საინტერესო გზით დააახლოვა ისინი ლიტერატურას და წიგნებს, ამ პროექტთან ერთად სასწავლო წელი უფრო მრავალფეროვანი, სახალისო და წიგნიერი იქნება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები ცნობილია

სკოლების ვალდებულება, რომელიც 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეასრულონ

პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

კურსდამთავრებულები ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) აპირებენ სწავლის გაგრძელებას

„ვულოცავთ, მასწავლებელსა და მოსწავლეებს ღირსეულ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ სამომავლოდ!“

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება