სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო გაიმართა
08-04-2021
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიის საჯარო სკოლაში პოეზიის საღამო „ფერისცვალებაა ქნარის“ ჩატარდა, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა სამუშია ხელმძღვანელობდა.

„VI, X  და XII კლასის მოსწავლეები სამი კვირის მანძილზე ეცნობოდნენ ზვიად გამსახურდიას ლექსებს. ასაკობრივი შესაძლებლობების ფარგლებში აკვირდებოდნენ ამ საკრალური, მათთვის რთულად გასაგები პოეზიის ენობრივ თავისებურებებს, უცნობ სიტყვებს, გაუგებარ ფრაზებს, მუშაობდნენ სხვადასხვა ლექსიკონებზე. აკვირდებოდნენ მუსიკალურ თავისებურებებს: რითმებს, ბგერათა ევფონიასა და გლოსოლალიას, ალიტერაციებისა და ასონანსების მაგალითებს და ასე ცდილობდნენ ლექსების სიღრმისეულად გააზრებას. გაეცნენ მათთვის უცნობ დეტალებს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სამაგალითო მეგობრობის შესახებ. 

პოეზიის საღამოზე მათ შეძლეს ამ ლექსების წაკითხვით მიღებული განცდები გადმოეცათ მხატვრული კითხვით - სათანადო ინტონაციით. 

კლასებს შორის ურთიერთთანამშრომლობით შეიქმნა საკლასო ერთობა, პოზიტიური ურთიერთობები. მოსწავლეებს, მათი ასაკობრივი თავისებურებების მიხედვით, განუვითარდათ მოსმენის, მეტყველებისა და  კითხვის უნარები, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების განცდა და ცხოვრებაში გატარების სურვილი, გაუღვივდათ მოტივაცია და შემეცნებითი ინტერესი“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება