სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მოსწავლეები სახელწმიფო კონტროლის მექნიზმებს ისწავლიან - ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ახალი პროექტი სკოლებში  
08-04-2021
-
+


ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა სკოლებში ახალი პროექტი - სამოქალაქო აუდიტი დაიწყო, რომელის მიზანს მოსწავლეებში სამოქალაქო აქტივიზმის წახალისება და მათთვის საჯარო სექტორთან თანამშრომლობისა და ანგარიშვალდებულების უნარების შეძენა წარმოადგენს.  პროექტი შვედეთის ინსტიტუტისა და მალმოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება და მასში საპილოტე რეჟიმში 12 მოსწავლეა ჩართული. პროექტი საპილოტეა და წარმატების შემთხვევაში განათლების სამინისტორს გადაეცემა მომავალში სკოლებში სამოქალაქო განათელბის სწავლების განვითარებისათვის.

როგორც ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მელაშვილი აღნიშნავს, ორგანიზაციის პრიორიტეტი არის ადამიანის უფლებები, კარგი მმართველობის ხელშეწყობა და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა.

„სამოქალაქო აუდიტი შვედეთის ინსტიტუტისა და მალმოს უნივერსიტეტის მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს შვედეთის მიერ განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნების დახმარებას. მათი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა. შვედეთის ინსტიტუტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტი არის ახალგაზრდა პროფესიონალების შვედეთის ინსტიტუტის აკადემია (SAYP),  რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად უამრავი ქართველი ახალგაზრდა მიდის შვედეთში საკუთარი პროფესიონალური უნარ-ჩვევების გასაზრდელად და სხვადასხვა ახალი პრაქტიკების შესასწავლად. ამ პროექტის ფარგლებში, შვედეთის ინსტიტუტისა და მალმოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ევროპულ-ქართულმა ინსტიტუტმა დაიწყო ახალი პროექტი - „სამოქალაქო აუდიტი“.

სამოქალაქო აუდიტი არის შვედეთში შექმნილი სამოქალაქო კონტროლისა და საჯარო უწყებების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის ძალიან საინტერესო და თავისებური მეთოდი, რომელიც ასწავლის ახალგაზრდებს, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლებისა დასაჯარო თანხების, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ეკუთვნის,სწორად გახარჯვის კონტროლი.

ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის საჯარო მმართველობა, კარგი მმართველობის პრაქტიკების დანერგვა და ამ მიმართულებით გადავწყვიტეთ ახალგაზრდებისთვის დავიწყოთ პროექტი სამოქალქო აუდიტის“, - გვეუბნება გიორგი მელაშვილი.

საპილოტე პროექტში თბილისის 71-ე საჯარო სკოლისა და ათასწლეულის სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები არიან ჩართული. სამოქალაქო აუდიტის (social audit) პროექტის ხელმძღვანელისა და კოორდიანატორის შალვა ჩხეიძის თქმით, 3 თვის განმავლობაში პროექტის მონაწილეები გაივლიან როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კურსს თვითმმართველობასა და მის აუდიტთან დაკავშირებულ საკითხებში. პროექტის დასკვნით ფაზაზე კი ისინი სამოქალაქო აუდიტს განახორციელებენ და შედეგებს საჯაროდ წარადგენენ.

„პროექტის ფარგლებში მოსწავლეებთან პირველი შეხვედრა 26 მარტს ჩატარდა. მანამდე 3 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა მოსწავლეების შერჩევა. ამ ეტაპზე 2 სკოლიდან 6-6 მოსწავლე შეირჩა. პროექტში მე-8 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები არიან ჩართულნი.

რაც შეეხება თვითონ პროექტს, გეტყვით რომ ორი ნაწილისგან შედგება თეორიული და პრაქტიკული. პირველ რიგში მოსწავლეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას იმის შესახებ თუ რა არის თვითმმართველობა, სახელმწიფო ბიუჯეტი, კორუფცია, სახელმწიფო შესყიდვები და რას ნიშნავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ამის შემდეგ კი პრაქტიკულ ნაწილში მოსწავლეებთან ერთად ჩავატარებთ სამოქალაქო აუდიტს, ამ შემთხვევაში შერჩეული იქნება თბილისის მერიის ერთ-ერთ სამსახური ან პროექტი.

ამ ეტაპზე  დავიწყეთ თეორიული კურსი, შეხვედრები იმართება ჰიბრიდული მეთოდით, იქნება როგორც პირისპირი, ისე ონლაინ შეხვედრები. პარალელურად მასწავლებლებთან ერთად მიმდინარეობს იმ მასალაზე მუშაობა რომელსაც მოსწავლეებს ვასწავლით, აუ თავის მხრივ არა მხოლოდ მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებსაც ვაწვდით ინფორმაციას და მასალას, რომ სამომავლოდ მათაც შეეძლოთ მოსწავლეებისთვის აღნიშნული ცოდნის გადაცემა.

პროექტი ივნისის ბოლოსთვის დასრულებული იქნება. ხოლო პროექტის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცემათ საერთაშორისო დონის სერტიფიკატი, რომელიც შვედეთისა და მალმოს უნივერსიტეტის მიერ იქნება აღიარებული“, - განაცხადა სამოქალაქო აუდიტის პროექტის ხელმძღვანელმა შალვა ჩხეიძემ.

პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობენ პედაგოგებიც, რომელთა თქმითაც, არაფორმალური განათლება, რომელიც თავის მხრივ თეორიულ და პრაქტიკული კომპონენტებისგან შედგება მოსწავლეების განვითარებისა და კრიტიკული აზროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„პროექტის გაჟღერებისთანავე მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდი იყო. თავად პროექტი ძალიან კარგად არის ორგანიზებული და უზრუნველყოფს მოსწავლეებში სამოქალაქო თვითშეგნების, ცნობიერების ამაღლებას.

ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რამაც პროექტისადმი მოსწავლეების ინტერესი აღძრა იყო პრაქტიკული საქმიანობა, რომ მათ მოუწევთ კვლევის ჩატარება, რაც ზოგადად საგანმანათლებლო სივრცეში იშვიათია“, - აღნიშნავს მილენიუმის სკოლის მასწავლებელი შოთა ბერულავა.

სამოქალაქო განათლების მასწავლებელი გიორგი ჭანტურიას შეფასებით, პროექტი ჩართულობა მოსწავლეებში სხვადასხვა უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

„თვითონ პროექტი ძალიან საინტერესოა და ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ უცხოა. ზოგადად პანდემიის დროს არაფორმალური განათლების მნიშვნელობა კარგად დავინახეთ. შესაბამისად, მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ტიპის პროექტებში მონაწილეობის მიღება, რადგან აბსოლუტურად სხვა უნარებს უვითარებს.

ისინი ისწავლიან თანამშრომლობის კულტურას, იმუშავებენ არასასკოლო საზოგადოებასთან, კომუნიკაცია ექნებათ მერიის წარმომადგენლებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამასთან ეს არის კრიტიკული აზროვნების განვითარება. დასვამენ შეკითხვებს თუ როგორ იხარჯება ბიუჯეტი, რამდენად სწორად და გამჭირვალედ ხდება თანხების დახარჯვა. განუვითარდებათ სასკოლო პროექტების ხარისხი, უფრო მეტად გახდებიან ინიციატორები რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის“, - გიორგი ჭანტურია.

(R)


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

მოვალეობის შემსრულებელი დირექტორად დაინიშნა - საკადრო ცვლილება სამინისტროს სსიპ-ში

გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ

ტყემლოვანის საჯარო სკოლის დირექტორი გიზო კაპანაძე და ადმინისტრაცია უდიდესი სიყვარულით ულოცავენ კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას
 
„სიამაყითა და სიხარულით გილოცავთ სტუდენტობას!“ - ალპანის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლესებში ჩარიცხვას ულოცავს

გილოცავთ, გისურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას

142-ე საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებულებს სასურველ უნივერსიტეტებში ჩარიცხვას ულოცავს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება