| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაზეინ მუსაევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, კიროვკის საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონულ ჟურნალზე ჯერ არ გადავსულვართ, ჯერჯერობით ვეცნობით სიახლეს და მალე დავნერგავთ; მანამდე კი მატერიალურ ჟურნალს ვაწარმოებთ და ახალი სასწავლო წლიდან, სრულად გადავალთ ელექტრონული ჟურნალის წარმოებაზე, როგორც ყველა სკოლა. ასე რომ, ინიციატივა მომწონს და მივესალმები.
მასიმ აივაზოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, კირაჩმუღანლოს საჯარო სკოლის დირექტორი:
- ჩვენს სკოლაში ელექტრონულ ჟურნალს უკვე ვიყენებთ და ძალიან მოგვწონს; ზოგადად, მიმაჩნია, რომ სასკოლო საზოგადოებამ სიახლეებს ფეხი უნდა აუწყოს და მივესალმებით, ელექტრონული ჟურნალის დანერგვას სკოლებში.
აიათ გოიუშოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, კაჩაგანის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
- ჯერჯერობით, მატერიალურ ჟურნალში ვმუშაობთ და ამიტომ, გარკვეული შეფასებების გაკეთება გამიჭირდება... თუმცა ვფიქრობ, რომ პედაგოგიური საზოგადოება ყოველთვის მზად უნდა იყოს სიახლეებისთვის და ჩვენც, რა თქმა უნდა, დავნერგავთ ელექტრონულ ჟურნალს.
მაჰარამ ხალილოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, ახლოლალოს საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონულ ჟურნალში უკვე ვმუშაობთ და ძალიან მოგვწონს; არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, მასწავლებლებმაც იოლად აუღეს ალღო და ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ელექტრონული რესურსის საბოლოოდ დანერგვას მივესალმებით.
ბაირამ ახმედოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის, შულავერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:
- ელექტრონულ ჟურნალზე ჯერ არ გადავსულვართ, თუმცა 2021-2022 სასწავლო წლიდან დავნერგავთ და გარკვეული შეფასებების გაკეთება მას შემდეგ შეგვეძლება.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სასკოლო ფორმების გაყიდვა 2 ნოემბრიდან დაიწყება
„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“
„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა