თბილისის N133 საჯარო სკოლაში izrune.ge-ს დიპლომების ცვენაა
07-04-2021
დაკოპირებულია
-
+
თბილისის N133 საჯარო სკოლაში izrune.ge-ს დიპლომების ცვენაა. izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი ბრწყინვალედ შეასრულა და დიპლომი დაიმსახურა 68 მოსწავლემ - აქედან 47 ოქრო, 16 ვერცხლი და 5 ბრინჯაოს დიპლომია.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N133 სკოლის მოსწავლეები მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.