| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, საინტერესო აქტივობები განხორციელდა. სკოლის დირექცია მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელს და პროექტში ჩართულ ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს.
„ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, რომელშიც ჩვენი სკოლა ჩართულია მესამე წელია და რომელიც ხორციელდება „საქართველოს კარიტასისა“ და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლაში მორიგი აქტივობები განხორციელდა.
პროექტის კოორდინატორებმა სკოლის მოსწავლეებს უჩვენეს ღირსების თემაზე გადაღებული ფილმი, სადაც ჩვენივე სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ, ხოლო ფილმის დასრულების შემდეგ გამართეს საინტერესო დისკუსია აღნიშნულ საკითხზე.
აგრეთვე, ამავე პროექტის „თანასწორგანმანათლებლის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სკოლის ეზოს მოხატვა სხვადასხვა თამაშებით, რაც ძალიან სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.
სკოლა მადლობას უხდის პროექტის ხელმძღვანელს - გიორგი დემეტრაშვილს, მისი გუნდის ყველა წევრს და პროექტში ჩართულ ყველა მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს“, - ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“