| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თელავის N9 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა სკოლაში გაზაფხულის დღესასწაული მოაწყვეს. ხელოვნების მასწავლებლის, ნინო მოდებაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ფოიეში საგაზაფხულო ნამუშევრები გამოფინეს.
„მარტის ბოლო დღეა. წელს გაზაფხული ძნელად იმკვიდრებს თავს. გაჯიუტებული ზამთარი მთელი თვე პოზიციებს არ თმობდა და სიცივით, თოვლით, ქარითა და ნისლით მარტის დღეებს ზამთრის სეზონში „ითრევდა“ სანატრელი გაგვიხდა მზე, სითბო, სინათლე და ნათელი ფერები.
არ შევეპუეთ. ხელოვნების მასწავლებლის, ნინო მოდებაძის მოწადინებითა და დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მონდომებით ნამდვილი, ნათელი და ფერადი გაზაფხული სკოლის ფოიეში „მოვიყვანეთ“.
თქვენც დაგათვალიერებინებთ ამ სილამაზეს, თქვენც გაგათბობთ და გაგახალისებთ მე-9 სკოლის „გაზაფხულით“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“