სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გარემო ქიმიის თვალსაზრისით. გარემოს ვქმნით ჩვენ“ - თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობენ
07-04-2021
-
+


„გარემო ქიმიის თვალსაზრისით. გარემოს ვქმნით ჩვენ“ - თბილისის N103 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობენ.

ისინი ჯუფებში წყლის, ჰაერის, ნიადაგის დაბინძურების, რადიაციული დაბინძურებისა და ნარჩენების მართვის საკითხებს ამუშავებენ. 19-დან 23-აპრილის ჩათვლით გაიმართება დედამიწის დღესთან დაკავშირებული „დედამიწის კვირეული“, სადაც მოსწავლეები ნამუშევრების პრეზენტირებას მოაწყობენ.

პრეზენტაციებში ძირითადი აქცენტი გაკეთებული იქნება იმაზე, თუ რა გზით ხვდება დამაბინძურებელი კონკრეტულ გარემოში, რა ქიმიური გარდაქმნები მიმდინარეობს მისი ზემოქმედებით, როგორ ერთვება ეს პროცსები სასიცოცხლო ციკლში და როგორია პრობლემების მოგვარების ხედვები.  

„ამ დავალების შესასრულებლად ერთ-ერთი ეტაპის განხორციელების მიზნით სკოლაში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა განსაკუთრებით მაღალი რისკ-ჯგუფის დაავადებათა სპეციალისტებთან - ექიმებთან. მოსწავლეებმა მოისმინეს მინი-ლექციები და კითხვა -პასუხის რეჟიმში მიიღეს პასუხები თემასთან დაკავშირებულ მათთვის უაღრესად მნიშვნელოვან კითხვებზე.

მადლობას ვუხდით მხარდაჭერისათვის თსსუ ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ, ბატონ დავით თელიას; კლინიკური ონკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორს, ონკოლოგ,  ბატონ პაატა ხორავას და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმს, გასტრო-ენტეროლოგს , გიგა სორდიას“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება