სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„We always remember our teacher“ - თბილისის N108 სკოლაში ინგლისური ენის საუკეთესოდ მცოდნე მოსწავლეები გამოავლინეს და წაახალისეს
05-04-2021
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურზე გამოცხადებულ კონკურსში - „We always remember our teacher“ გამარჯვებული მოსწავლეთა დაჯილდოება გაიმართა. აღნიშნული კონკურსი სკოლაში უკვე მესამე წელია ტარდება და ინგლისური ენის მასწავლებლის, ინესა ქოჩარიანის გახსენებასა და ინგლისური ენის საუკეთესო მოსწავლეთა გამოვლენა-წახალისებას ემსახურება.

„კონკურსი ტარდება 2018 წლიდან, რომელშიც მონაწილეობენ ინესას ყოფილი მოსწავლეები. კონკურსს, ინესას ოჯახის თხოვნით, სიმბოლურად აფინანსებს მასწავლებლის ოჯახი და წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცემათ მაღაზია „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერი. 

შარშან, პანდემიის გამო, კონკურსი არ ჩატარდა. წელს კონკურსის ფინალში გამოვლინდა 6 (ექვსი) საუკეთესო მოსწავლე: VIIა კლასიდან ლუკა ჩოკოშვილი და ლუკა აბაშიძე; VIII კლასიდან გვანცა რუაძე და  სპარტაკ ჯულუხიძე;  IXა კლასიდან მერი ჯანაშვილი და გიორგი აბდალაძე, რომლებსაც ინესა მასწავლებლის შვილმა ანა ქოჩარიანმა გადასცა „ბიბლუსის“ 50 ლარიანი ვაუჩერი. წარმატება მათ და მადლობა ოჯახს გაწეული ქველმოქმედებისათვის. 

საოცარი სითბოთი და სიყვარულით გაიხსენეს მოსწავლეებმა ინესა მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილები, ხოლო კოლეგებმა - მისი პროფესიონალიზმი. ნახეს ინესას მიერ ჩატარებული გაკვეთილიც.

ინესა უკურნებელმა სენმა იმსხვერპლა, თუმცა არასდროს დაუწუწუნია, ძლიერი  და სიკეთის სავსე ადამიანი იყო. სამწუხაროდ, საშინელი სენის წინაშე ინესას მებრძოლი სული უძლური აღმოჩნდა, თუმცა მასწავლებელი იმ ქვეყნიდანაც ზრუნავს მოსწავლეთა წარმატებისათვის“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
ბესიკ კალაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი შრომისთვის
 

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება