კირნათის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ცინცაძემ izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა
02-04-2021
დაკოპირებულია
-
+
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი.
მესამეკლასელმა ნიკა ცინცაძემ მარტის შემაჯამებელი ტესტის წარმატებით შესრულებისთვის ოქროს დიპლომი აიღო.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.