| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალციხის N7 საჯარო სკოლაში „თავისუფალი გაკვეთილების“ პროექტის ფარგლებში ინტეგრირებული წარმოდგენა შარლ პეროს ,,კონკიას“ მიხედვით გაიმართა.
წარმოდგენაში ახალციხის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ახალციხის N5 და N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
სპექტაკლში მონაწილეების ჩაცმულობაზე მესხეთის დრამატულმა თეატრმა იზრუნა. ვარცხნილობასა და მაკიაჟზე კი - ახალციხის პროფესიულმა კოლეჯმა ,,ოპიზარი“. ღონისძიება ახალციხის თოჯინების თეატრის მსახიობებმა გახსნეს.
როგორც ახალციხის N7 სკოლის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ღონისძიება ემოციურად დატვირთული და ამავდროულად სახალისოც იყო:
„წარმოდგენა შეაფასეს მოწვეულმა სტუმრებმა: ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ხათუნა ხმალაძემ, ახალციხის №1 და №5 საჯარო სკოლის დირექტორებმა, ინგა ვარდიძემ და ჟუჟუნა გოგოლაურმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მულტიდიდისციპლინარული გუნდის წარმომადგენლებმა, ნინო ნადირაძემ და ხათუნა ბალახაშვილმა. თავის მხრივ, სკოლის დირექტორმა, ლალი კარკაძემ მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, პედაგოგსა და მოწვეულ სტუმრებს სპექტაკლში მონაწილეობისათვის და ჩართულობისათვის. ასევე, მადლობა გადაუხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აღნიშნული პროექტის დაფინანსებისათვის.“
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში