სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გიმნაზიის მასწავლებლებს სისხლში აქვთ გამჯდარი ბავშვების სიყვარული“ - რატომ უნდა აირჩიოთ წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი
31-03-2021
-
+


სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი ​2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა მისაღებად ემზადება.

რატომ უნდა აირჩიოთ გიმნაზია-პანსიონი? - etaloni.ge სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლის წერილს გთავაზობთ:

„სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზია-პანსიონი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ავტორიზებული სკოლაა. 

გიმნაზიის დირექტორი ბრძანდება მაღალყოვლადუსამღვდელოესი იეგუდიელი. წლების განმავლობაში, მეუფე იეგუდიელი ეტაპობრივად, სასკოლო საჭიროებებიდან გამომდინარე, ცდილობს, შექმნას ყველა ის პირობა, რომელიც საჭიროა სასწავლო პროცესის კარგად  წარმართვისთვის. 

გიმნაზიის მასწავლებლები არიან თავისი საგნისა და საქმის პროფესიონალები, ჰუმანურები, რომლებსაც სისხლში აქვთ გამჯდარი ბავშვების სიყვარული; რომლებმაც იციან თითოეული მოსწავლის ბუნება, ოჯახური გარემო და თავისებური მიდგომებით ცდილობენ, თანასწორუფლებიანი გარემო შექმნან. მათ გათავისებული აქვთ, რომ აღზარდონ და დაეხმარონ მოსწავლეებს, როგორც აკადემიური წარმატების მიღწევაში, ასევე პასუხისმგებლიან, ქრისტიან მოქალაქედ ჩამოყალიბებაში.

გიმნაზიაში ისწავლება 1-ლიდან მე-12 კლასის ჩათვლით, საღვთო რჯული, მე-5, მე-6, მე-7 კლასებში - ძვ. დამწერლობა. გვაქვს დღის ცენტრი (გახანგრძლივებული). დღის ცენტრში გვყავს აღმზრდელ-მასწავლებლები, რომლებიც ასევე დიდი მონდომებით მუშაობენ და ზრუნავენ ბავშვებზე; ეხმარებიან მათ შემდეგი დღის გაკვეთილების მომზადებაში. ფუნქციონირებს სხვადასხვა წრე.

მასწავლებლები, დამრიგებლები აქტიურად მუშაობენ მშობლებთან, რადგან მშობლის ჩართულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლის წარმატებისთვის.

გიმნაზიაში საწავლო პროცესი მიმდინარეობს სახალისო აქტივობებით; საგაკვეთილო პროცესი - სხვადასხვა ტექნოლოგიის გამოყენებით; სპორტული აქტივობებით, განსაკუთრებული ღონისძიებებითა თუ პროექტებით.

გიმნაზიას ჰყავს მოძღვარი და ფსიქოლოგი, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ მოსწავლის პიროვნულ ჩამოყალიბებაში.

გვყავს მიკროავტობსი, რომელიც ემსახურება როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებს.

უნდა ითქვას, რომ როგორც ყველა სკოლაში, ჩვენს გიმნაზიაშიც გვაქვს სხვადასხვა სირთულე და გამოწვევა. სხვანაირად ვერც იქნება, ეს ხომ ცოცხალი პროცესია, სადაც უფროსებისა და მოზარდების ინტერესების ხშირი გადაკვეთა ხდება. შესაბამისად, არავის არ გვაქვს ილუზია, რომ სირთულეების გარეშე სასკოლო ცხოვრება შესაძლებელია. ჩვენი მიზანია, პრობლემა დავძლიოთ სწრაფად და გონივრულად.

გიმნაზიის მოსწავლეთა მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ მათი შვილები უსაფრთხო გარემოში, საუკეთესო პედაგოგების, მანდატურებისა და ადმინისტრაციის ყურადღების ქვეშ  იმყოფებიან და რაც მთავარია, მეუფე იეგუდიელის ლოცვა-კურთხევით“, - ნათქვამია გიმნაზიის სასწავლო ნაწილის, ნატა თექთურმანიძის წერილში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

 ახალი მოთხოვნები მაგისტრანტებისთვის 2027 წლიდან ამოქმედდება - მთავრობის გადაწყვეტილება ძალაშია

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
საზეიმო ღონისძიებაზე მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და სტუმრებმა ერთად აღნიშნეს ახალი სასწავლო წლის დაწყება
 
მშობელი მადლობას უხდის ბეკამის საჯარო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს მოსწავლის აღზრდა-განათლებაში ჩადებული შრომისთვის
 

„ღრმად გვწამს, მოსწავლეთა წარმატების წარმოჩენა და მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მათ შემეცნების გზაზე“

მოსწავლეებმა სპორტული შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება