სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და ტურისტული მარშრუტები დაგეგმეს
21-11-2017
-
+


სენაკის N1 საჯარო სკოლაში გაკვეთილი ჩატარდა თემაზე - საკვლევი არეალის შესახებ საბაზისო ინფორმაციის მოძიება და დამუშავება.

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებლმა მამუკა კუჭავამ მოსწავლეებს სთხოვა, გაეხსენებინათ  ბოლო ერთი წლის  განმავლობაში, რომელი ისტორიულ-კულტურული და ბუნების ძეგლი მოინახულეს. მასწავლებელმა მოსწავლეთა ჩამონათვალი ფლიპჩარტზე დააფიქსირა. შემდეგ დისკუსია გაიმართა - რატომ იყო ეს ადგილები საინტერესო? რა დაამახსოვრდათ? შეიძლება თუ არა, ეს ადგილი იყოს ტურისტულად საინტერესო?

მასწავლებელმა მოსწავლეები მცირე ჯგუფებად დაჰყო. თითოეულ ჯგუფს თავისი ექსპერტი ჰყავდა. ექსპერტებმა ჩამოწერეს კრიტერიუმები, რითაც ღირშესანიშნაობები შეაფასეს და იმსჯელეს რამდენად მიზანშეწონილი იყო ამა თუ იმ კულტურული ძეგლის ტურისტულ მარშრუტებში შეტანა. მოსწავლეებმა იმუშავეს ზოგად კრიტერიუმებზე - რას უნდა აკმაყოფილებდეს დასახელებული ადგილი, რომ ტურისტებისათვის საინტერესო გახდეს. მოსწავლეებმა ჯგუფში მოფიქრებული კრიტერიუმების პრეზენტაცია გამართეს და დისკუსია მოაწყვეს.

ამის შემდეგ მასწავლებელმა ჯგუფებს სთხოვა, დასაწყისში გაკეთებული ჩამონათვალიდან აერჩიათ მათთვის ყველაზე ნაცნობი ერთი კულტურული ძეგლი, რომელზედაც ამჟამად ყველაზე მეტ ინფორმაციას ფლობდნენ. მასწავლებელმა მოსწავლეებს დაურიგა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნების ძეგლების შეფასების ცხრილები და პრეზენტაციის მეშვეობით ანკეტები განმარტა. მოსწავლეებმა ჯგუფური მუშაობით ცხრილები შავსეს, შეიტანეს შესაბამისი ინფორმაცია და ჯგუფის საერთო ნამუშევარი ფლიპჩარტზე გადაიტანეს.

გაკვეთილის ბოლოს ჯგუფებმა პრეზენტაცია გამართეს. ჯგუფის ფასილიტატორმა წარმოადგინა ჯგუფის ნამუშევარი, გაიმართება  დისკუსია, სადაც განიხილეს, რამდენად სწორად იყო შევსებული ანკეტები; ასევე ძეგლის აქტუალურობას და მის ტურისტულ მარშრუტებში შეტანის რელევანტურობას გაუსვევს ხაზი. მასწავლებელმა ჩატარებული სამუშაო შეაჯამა და უკუკავშირი დაამყარა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება