სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მეძიბნის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
23-03-2021
-
+


2021 წლის 21 მარტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მეძიბნის საჯარო სკოლაში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა.

„დღევანდელი დღის მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია დაუნის სინდრომის შესახებ. დავიცვათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველვყოთ მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში. დღეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დადიან ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში, ჩართულნი არიან შემოქმედებასა და სპორტში. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მუშაობენ და ღირსეულად ატარებენ დროს ახლობლების წრეში," - ამ სიტყვებით მიმართა და მიესალმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლის დირექტორის მოადგილე უშანგი დუმბაძე.

ამასთან, სკოლის დირექტორმა სერგო დუმბაძემ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის ისტორიაზეც გაამახვილა ყურადღება.

„დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე მეშვიდე წელია აღინიშნება. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ  ოფიციალურად ეს დღე წელს აღიარა. 2012 წლის 21 მარტს გაეროს შტაბ ბინაში ნიუ იორკში გაიმართა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია „ჩვენი მომავლის შენება" - აღნიშნა სკოლის დირექტორმა სერგო დუმბაძემ.

ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება