სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლა

„Etaloni.ge-სთან თანამშრომლობა დავიწყეთ და დიდი მოლოდინები გვაქვს“ - ბაისუბნის საჯარო სკოლა ნახევარსაუკუნოვანი ისტორიითა და საინტერესო გეგმებით
17-11-2017
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბაისუბნის საჯარო სკოლა პროექტში Etaloni.ge ნოემბრიდან ჩაერთო. ამიერიდან ამ სკოლის სიახლეებს, მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებს ჩვენი საიტის მკითხველი სისტემატურად შეიტყობს.

ბაისუბნის სკოლის დირექტორი ზაზა მუმლაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ თანამშრომლობისგან დიდი მოლოდინები აქვთ:

„პროექტში ჩართვა სკოლაზე დადებითად აისახება, გაიზრდება მოსწავლეთა ინტელექტუალური ცოდნის დონე, სკოლის წარმატებებს ფართო აუდიტორია გაეცნობა, „ეტალონი“ დაგვეხმარება სხვადასხვა სასკოლო პროექტის განხორციელებაში.“

  

ბაისუბანი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ერთ-ერთი გამორჩეული სოფელია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ბაისუბნის საჯარო სკოლა  სოფლის ცენტრში დგას. 1963 წელს დაარსებულ სკოლაში 203 მოსწავლე სწავლობს, აქედან 51 აზერბაიჯანელია. როგორც ბატონი ზაზა აღნიშნავს, ბაისუბნის სკოლას აზერბაიჯანულ სკოლებთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს - აწყობენ ერთობლივ ღონისძიებებს, ექსკურსიებს:

„ჩვენი სკოლა მეგობრული ურთიერთობებით გამოირჩევა აზერბაიჯანულ სკოლებთან, მათთან ერთად ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა ღონისძიებას. თბილისსა და მცხეთაში ერთობლივი ექსკურსია მოვაწყვეთ თემაზე - „სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ.“ ამავე თემაზე ჩატარდა ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის N1 საჯარო სკოლაში ნახატებისა და გაზეთების გამოფენა. აზერბაიჯანელი მოსწავლები, რომლებიც ჩვენს სკოლაში სწავლობენ, ჩართულები არიან სხვადასხვა ღონისძიებაში კერძოდ, სპორტულ შეჯიბრებებში, ინტელექტუალურ თამაშებში,“ - აღნიშნავს ზაზა მუმლაძე.

ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის სკოლას არაერთი წარმატებული მოსწავლე ჰყავს. საამაყო ბაისუბნელების მიღწევებს Etaloni.ge-ს მკითხველი უახლოეს მომავალში გაეცნობა.

„2016-2017 და 2017-2018 სასწავლო წლებში ოთხი წარჩინებული მოსწავლე გვაყავდა. აქედან ერთი ვერცხლის მედალოსანი იყო, ხოლო სამი მოსწავლე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ლეპტოპებით დაჯილდოვდა. კიდევ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან ფუნქციონირებს რესურსოთახი, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 8 მოსწავლე სწავლობს. თქვენი მეშვებოთ ჩვენი სკოლის შესახებ ინფორმაციას, წარმატებული მოსწავლეების მიღწევებს ფართო აუდიტორია გაეცნობა,“ - აღნიშნა ბაისუბნის სკოლის დირექტორმა.

 

1963 წელს აშენებულ სკოლას სარეაბილიტაციო სამუშაოები 2015 წელს ჩაუტარდა, შეიცვალა სახურავი და ფანჯრები, აშენდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საპირფარეშო. თუმცა სკოლა კვლავ საჭიროებს რეაბლიტიაციას:

„განხორციელებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ნაწილობრივ შეცვალა სკოლის ვიზუალური იერსახე. მიუხედავად ამისა, სკოლა საჭიროებს გარეფასადის, ფოიეს, საკლასო ოთახების, სასკოლო ლაბორატორიებისა და სპორტდარბაზის რეაბილიტაციას. ყოველივე ეს შექმნის სკოლაში ჯანსაღ გარემოს, მოსწავლეთა მოტივაცია სწავლისადმი გაიზრდება, გაუმჯობესდება სწავლის ხარისხის ,“ - გვითხრა ზაზა მუმლაძემ.

ბაისუბნის სკოლის დირექტორმა სკოლის სამომავლო გეგმებიც გაგვაცნო:

„2017-2018 სასწავლო წელს დაგეგმილი გვაქვს საახალწლო ღონისძიებების ჩატარება ყველა კლასში, სკოლის ბიბლიოთეკაში გაიმართება პოეზიის დღე, სპორტული ღონისძიებები ჩატარდება სხვადასხვა სახეობაში, შოთა რუსთაველის 850 წლისთავს ღონისძიებით აღვნიშნავთ.“

კომენტარები


ეტალონი

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ექსტერნატის გამოცდებზე რეგისტრაცია 3 ივნისს დასრულდება - დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა  მნიშვნელოვანი ინფორმაცია

 სკოლების შესახებ გადაწყვეტილებებს 16 კაციანი კომისია მიიღებს - დეტალები 

ექსპერტთა შერჩევის მიზნით ვაკანსია გამოცხადდა - ვადები და დეტალები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

ცენტრს უფლება აქვს აბიტურიენტს მოსთხოვოს ატესტატის ასლის მიტანა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

„როდესაც პატარები ჩვენი სკოლის ზღურბლს გადმოაბიჯებენ, მინდა, მათმა მშობლებმა მშვიდად ამოისუნთქონ. აქ, ამ კედლებში, მათ ხვდებათ მეორე დედა  - პირველი მასწავლებელი“...

სკოლები

შერჩეული კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნა განხორციელდება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან

დაბა სიონის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დაასრულა 9 პირველკლასელმა

დირექციამ და პედაგოგებმა ახალგაზრდების წამატებისკენ სავალი გზა დაულოცეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

ძალიან კარგი თაობა მოდის და იმედს მიჩენენ რომ ისინი შეძლებენ საქართველოს გაბრწყინებას და გაძლიერებას

„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება