სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მშობლებს ვურჩევდი მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეთ სკოლასთან“- მიხეილ ბიბილაშვილი, პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი 
15-03-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ? რა ახარებს მასწავლებლებისგან და რა უკვირს მოსწავლეებისგან ? - ამ და სხვა კითხვებს etaloni.ge-თან ბლიც-ინტერვიუში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ბიბილაშვილი პასუხობს. 

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა. . .
- რომ სამყარო და ჩვენი ყოველდღიურობა მოულოდნელობებით არის სავსე. შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რომელიც წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, მაგრამ, ამავე დროს, დაგვანახა ისიც, რომ ადამიანებს ერთმანეთის მხარში ამოდგომით და ერთობლივი ძალისხმევით, ღვთის შეწევნით შეუძლიათ ყოველგვარი წინააღმდეგობის დაძლევა. 

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა. . .
- რომ მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი სიძნელეებისა, დროის სწორად განაწილებისა და დაგეგმვის საშუალებით შესაძლებელია ცოდნის მიღება, თუმცა არა იმ დონეზე, როგორსაც შეიძლება მივაღწიოთ კონტაქტური გაკვეთილების დროს.


- 2020 წელს დავახასიათებდი. . .
- როგორც ერთ-ერთ ურთულეს წელს არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთლიან მსოფლიოს ისტორიის მანძილზე. ამავე დროს მსოფლიოს საზოგადოების არნახული შემჭიდროებისა და სოლიდარობის წლად, რამეთუ მხოლოდ ერთად დგომითაა შესაძლებელი ამ მეტად რთული პრობლემების გადაჭრა და რომელიც, იმედია, წლეულს გადაიჭრება.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია. . .
- რომ ისინი არ უფრთხიან სიძნელეებს და მიუხედავად ასეთი დიდი საფრთხისა და პრობლემებისა, ძველებური ენთუზიაზმით ასრულებენ თავიანთ დანიშნულებას.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს. . .
- ის, რომ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ონლაინ სწავლებისა და სკოლასთან დისტანცირების მიუხედავად, შეინარჩუნეს ერთმანეთთან და მასწავლებლებთან ურთიერთობისა და კონტაქტური გაკვეთილებზე დასწრების სურვილი.

- მშობლებს ვურჩევდი. . .
- მჭიდრო კონტაქტი ჰქონდეთ სკოლასთან, პედაგოგებთან, სასკოლო საზოგადოებასთან, მთლიან სასკოლო თემთან და პირველ რიგში, საკუთარ შვილებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ იმ პრობლემების და სიძნელეების გადალახვა, რომლებიც ყოველთვისაა აღმართული მომავალი თაობის აღზრდისა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბების გზაზე.


- ყველაზე ხშირად ვფიქრობ. . .
- მოცემული მომენტიდან გამომდინარე, როგორი იქნება საზოგადოება მთლიანად და კერძოდ ჩვენი განათლების სისტემა თავისი შედეგებით ამ პანდემიის შემდგომ პერიოდში, ხომ არ მოახდენს მძაფრ უარყოფით გავლენას ადამიანთა ურთიერთობებზე, მიზნებსა და მისწრაფებებზე. და, როგორც წესი, ფიქრი ოპტიმისტურად მთავრდება: „მაგრამ ღმერთი არ გასწირავს კაცსა შენგან განაწირსა“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ატესტატის გასაცემად განცხადებების მიღება,ხვალიდან 22 ივნისიდან იწყება 

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

რომელ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში - ჩამონათვალი 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება