სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ვაპირებ, რომ ყველანაირად გვერდში დავუგდე და დავეხმარო ახალ მინისტრს“ - ორი მთავარი გამოწვევა და რჩევები მიხეილ ჩხენკელს ალექსანდრე ჯეჯელავასგან
14-11-2017
-
+


ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრისთვის საქმიანობის გადაბარების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მან დადებითი განწყობა დააფიქსირება მიხეილ ჩხენკელის და მისი მომავალი საქმიანობის მიმართ.

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით განათლების სისიტემის განვითარების ყველა მიმართულებით. მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის განვითარებას ჩავუყარეთ საფუძველი. ღრმა რწმენა მაქვს, რომ ეს რეფორმები მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ფარგლებში გაგრძელდება. ძალიან დადებითი განწყობა მაქვს ახალი მინისტრის და მისი მომავალი საქმიანობის მიმართ. დარწმუნებული ვარ, რომ მიხეილ ჩხენკელი აბსოლუტურად ყველაფერს შეძლებს, რაც გასაკეთებელია. ვაპირებ, რომ ყველანაირად გვერდში დავუგდე და დავეხმარო.“

რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების უკვე ყოფილი მინისტრის გეგმებს, ალექსანდრე ჯეჯელავა საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს და გარდა ამისა, ამერიკაში სწავლის გაგრძელებას აპირებს. 

„რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, იქნება იგივე, რაც მინისტრობამდე - ვაპირებ სასწავლო საქმიანობის გაგრძელებას. როგორც მოგეხენებათ, რამდენიმე უნივერსიტეტში ვასწავლიდი, ვატარებდი ტრენინგებს, არასამთავრობო და კერძო სექტორში ვმუშაობდი. ასევე ვაპირებ აშშ-ში, სადოქტოროზე სწავლის გაგრძელებას.“

კითხვაზე, თუ რამ განაპირობა ალექსანდრე ჯეჯელავას ჩანაცვლება, განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ერთობლივი გადაწყვეტილება იყო:

„ჩემი ჩანაცვლება განაპირობა ერთობლივმა გადაწყვეტილებამ გუნდში პრემიერ-მინისტრის, ჩემი და ჩემი კოლეგების. ვფიქრობთ, რომ ასე აჯობებდა განათლების სისტემისთვის და რეფორმებისთვის. სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ხშირი ცვლა საზიანოა, თუმცა ეს არ ხდება. წინა მინისტრიდან მე გადმომბარდა სისტემა და დიდწილად, რეფორმების და გადაწყვეტილებების 80% შენარჩუნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მინისტრის საქმიანობის შემთხვევაშიც თავსებადობის ძალიან მაღალი ხარისხი გვექნება.“

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, სკოლებში ჯასაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება გაგრძელდება, რაც შეეხება ვაშლების კომპონენტს, დეკემბერში სრულდება.

კითხვაზე ყველაზე წარმატებული, მნიშვნელოვანი რეფორმა რაც განახორციელეთ, ალექსანდრე ჯეჯელავამ რამდენიმე მათგანი გამოყო:

„ოთხპუნქტიანი გეგმის განათლების რეფორმის კომპონენტი არის ამ ქვეყნის განვითარების დასაყრდენი. მათ შორის გამოვყოფდი, პროფესიული განათლების რეფორმას, განათლების ინტერნაციონალიზაციას, მასწავლებლის სქემის ცვლილებას და განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესს გამოვყოფდი, როგორც ძალიან პოზიტიურს. ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ არასაკმარისი რესურსი გვაქვს, რომ ინფრასტრუქტურას სრულად მივხედოთ. სამწუხაროა, რომ ერთი წლით მოგვიწია სახელმძღვანელოების განახლების გადადება და ვერ შევძელით იმ ვადაში გაკეთება, რაც თავიდან იგეგმებოდა. საერთაშორისო კვლევის შედეგებში სერიოზული პროგრესი გვაქვს, მაგრამ გაცილებით უკეთესი გვინდა. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მინისტრის მუშაობის პერიოდში, 2020 და 2021 წლებში, როდესაც გვიწევს საერთაშორისო კვლევის შემდეგი რაუნდი, თვისობრივად გაუმჯობესებულ შედეგებს ვნახავთ.“

ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სისტემის მთავარი გამოწვევები დაასახელა და მიხეილ ჩხენეკელს რჩევაც მისცა:

„მთავარ გამოწვევად ვუტოვებ სოფლის და ეროვნული უმცირესობების სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში. მეორე მთავარ გამოწვევად ვუტოვებ პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების მცირე პროცენტს. ეს ორიცენტრალური გამოწვევაა. ჩემი რჩევა ახალი მინისტრისთვის იქნება, რომ მაქსიმალურად დაკონცენტრირდეს გრძელვადიან შედეგზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მუშაობით,  სულ რამდენიმე წელიწადში - 2020-2021-ში, ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაც, პროფესიულიც და სკოლაც იყოს აბსოლუტურად სხვა დონეზე.“მთავრი შეცდომაზოგიერთი რამის გაკეთება შეიძლებოდა უფრო სწრაფად და თამამად, ვიდრე გავაკეთეთ. მაგალითებს არ მოვიყვან ამ შემთხვევაში.“

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავას მიხეილ ჩხენკელით ჩანაცვლების შესახებ საზოგადოებას გუშინ ამცნო.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება