სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

კორონავირუსის სიმპტომები დღეების მიხედვით - ექიმები აღწერენ, თუ როგორ ვლინდება დაავადება
18-03-2021
-
+


ჩინელმა ექიმებმა COVID-19-ის სიმპტომების ნუსხა შეადგინეს. რადგან კორონავირუსი ადამიანებს სხვადასხვანაირად აავადებს, ზოგიერთი ინფიცირებული ვერც კი იგებს, რომ დასნებოვნებულია, სხვებს კი ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ. კორონავირუსული დაავადების თითოეული ფორმისთვის დამახასიათებელია გარკვეული სიმპტომები, - წერს Daily Express.

სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ ეს ინფორმაცია კორონავირუსის დროულად გამოვლენაში დაგვეხმარება. 

პირველ სიმპტომები, რომელებიც შესაძლო ინფექციაზე მიგვანიშნებენ, არის სიცხე და ხველა. აღნიშნულ სიმპტომებს ხშირად ახლავს ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი, გულისრევა ან დიარეა. დაავადების მძიმე მიმდინარეობისას კი სუნთქვის გაძნელება მთავარი გამოვლინებაა. 

COVID-19-ის სიმპტომები ადამიანის დასნებოვნებიდან უმალვე არ იჩენს თავს. ვირუსის საშუალო საინკუბაციო პერიოდს 4-5 დღე წარმოადგენს. ამ დროის განმავლობაში ადამიანი, სავარაუდოდ, ვერ გაიგებს, რომ ის ინფიცირებულია, მაგრამ შეუძლია ვირუსი სხვებს გადასდოს. 

კორონავირუსის სიმპტომები დღეების მიხედვით:

1-ელი-მე-4 დღე. თავს იჩენს მსუბუქი სიმპტომები. ინფიცირებულებს, ჩვეულებრივ, უწევთ ტემპერატურა, შემდეგ კი იწყება ხველა, შესაძლოა, დაკარგონ გემო და ყნოსვა. 

ზოგიერთებს ამ სიმპტომებამდე ერთი ან ორი დღით ადრე შესაძლოა ქონდეთ დიარეა ან გულისრევა, რამაც შეიძლება ინფექციის სიმძიმეზე მიუთითოს. 

სიმპტომების გაჩენიდან მესამე დღეს ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებს შესაძლოა განუვითარდეთ პნევმონია. 

მე-5-მე-6 დღე. ზოგიერთ შემთხვევებში სიმპტომები შესაძლოა დამძიმდეს. ამ ეტაპზე შესაძლოა თავი იჩინოს სუნთქვის პრობლემებმა, განსაკუთრებით უფროსი ასაკის და თანმხლები დაავადებების მქონე პაციენტებში.

მე-7 დღე. ამ დროს თავს იჩენს სუნთქვის გაძნელება, შესაძლოა გაჩნდეს ტკივილი გულმკერდის არეში. ეს მკაფიო სიგნალია, რომ საჭიროა ექიმს მიმართოთ. 

მე-8 - მე-9 დღე. პაციენტებს, რომელთაც მძიმე დაავადება აქვთ, სავარაუდოდ, განუვითარდებათ სუნთქვის უკმარისობა, პნევმონია ან მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, დაავადება, რომელმაც შესაძლოა ინტუბაცია მოითხოვოს. ზოგიერთ პაციენტს ფილტვების არასაკმარისი მუშაობის გამო შესაძლოა განუვითარდეს არითმია ან შოკი, ასევე აგრესიული იმუნური რეაქციის გამო, არსებობს სეფსისის გაჩენის შესაძლებლობა. 

მე-10 - მე-11. თუ პაციენტებს სიმპტომების გაუარესება აღენიშნებათ, ეს ნიშნავს, რომ დაავადება პროგრესირებს. დიდია იმის ალბათობა, რომ მათ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ. მძიმე მიმდინარეობისას სიმპტომებს ასევე ემატება, ტკივილი მუცლის არეში და მადის დაკარგვა. 

მე-12 დღე. ადამიანები, რომელთაც ძლიერი იმუნიტეტი აქვთ და მათ, ვინც დროული მკურნალობა მიიღო, ამ დროისთვის მომჯობინებას იწყებენ. სხეულის ტემპერატურა ასევე ნორმალიზდება. 

მე-16 დღე. ზოგიერთ პაციენტს საავადმყოფოდან წერენ, ქრება ხველა. 

მე-19 დღე. ამ დღეს სუნთქვის უკმარისობა ისევ რჩევა. ორი კვირის შემდეგაც კი ავადმყოფები შესაძლოა უჩიოდნენ სუნთქვის პრობლემებს. 

27-ე დღე. პაციენტთა უმეტესობას წერენ საავადმყოფოდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათი სიმპტომები სრულიად გაქრა.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მონაცემებით, COVID-19-ს შემთხვევების 40%-ში ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამასთან, ამ უსიმპტომო შემთხვევების 20% მძიმდება ან კრიტიკული ხდება. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება