სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემი თვალით დანახული ოკუპაცია“ - სალიბაურის N2 სკოლაში ოკუპაციის კვირეული გაიმართა
01-03-2021
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლაში ოკუპაციის კვირეული, სახელწოდებით „ჩემი თვალით დანახული ოკუპაცია“ გაიმართა.

სკოლის ინფორმაციით, კვირეული, რომელიც მეცნიერებათა კათედრაზე მოეწყო, მოიცავდა შემდეგ თემებეს: საქართველოს კონსტიტუცია 100 წლისაა; გმირი იუნკერები; საქრთველოს გასაბჭოება; როგორ დაიწყო ომი და 25 თებერვლის შედეგები; ომის გმირები.

„აღნიშნული კვირეულის მიზანი იყო, მოსწავლეებს გაეაზრებინათ უახლოეს წარსულში მომხდარი ფაქტები და მისი შედეგები, რათა არ წაიშალოს გმირთა სახელები მომავალ თაობათა მეხსიერებიდან.

მოსწავლეებმა გაიაზრეს და შეაფასეს საქართველოს პირველი კონსტიტუციის მნიშვნელობა, მისი შინაარსის პროგრესულობა, დემოკრატიული პრინციპების აღიარება და პატივისცემა. სწორედ, ამ მიზნით შექმნეს კედლის გაზეთები, ნახატები და ელ. პრეზენტაციები, სადაც ნათლად წარმოაჩინეს თავიანთი დამოკიდებულება ისტორიული ფაქტების მიმართ. პარალელები გაავლეს წარსულსა თანამედროვეობას შორის და ერთხმად აღნიშნეს, რომ 26 მაისი, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება, იუნკერთა გმირობა და 1921 წელი 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის თბილისში შემოსვლა ‒ ეს ის ფაქტებია, რომლებიც საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ კარგად იცის და არ უნდა მოხდეს მისი დავიწყება, რადგან ბრძოლა გრძელდება“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება