| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მხატვრულ-მუსიკალურ კომპოზიციაში მონაწილეობდნენ.
„დაგჭირდე, მნახო, სამშობლოვ გულდაგულ გეწირებოდე!
მაშინ მთელ საქართველოს ეხურა თალხი, დაიწყო ქვეყნის ოკუპაცია და დღესაც გრძელდება - ასე გამოხატა ერკეთის საჯარო სკოლამ ოკუპაციის კვირეულის მთავარი სათქმელი.
2021 წლის 25 თებერვალს აღინიშნა საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავი, ავადსახსენებელი დღე, რომელმაც შეიწირა სამშობლოსათვის, თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველობა. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით მიიღეს მონაწილეობა მხატვრულ-მუსიკალურ კომპოზიციაში. საბედნიეროდ მოდიან თაობები, რომლებმაც ბევრი იციან ოკუპაციაზე და იბრძოლებენ კიდევაც მის წინააღმდეგ.
იდგა წითელი ჩოხით ქართულ დროშასთან პატარა ქართველი და ამბობდა სათქმელს, რომელსაც, როცა გაიზრდება, უთუოდ შეასრულებს: დაგჭირდე, მნახო, სამშობლოვ გულდაგულ გეწირებოდე!“,- ნათქვამია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“