სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ხშირად ვფიქრობ, როგორ გავხადო გაკვეთილი მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასურველი და შედეგიანი“ - იზოლდა ხვიჩავა, ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორი
22-02-2021
-
+


რა გამოწვევების წინაშე დააყენა კოვიდ-პანდემიამ და რა ასწავლა ონლაინ სწავლებამ; რაზე ფიქრობს ყველაზე ხშირად და როგორ აფასებს 2020 წელს - აღნიშნულ შეკითხვებზე etaloni.ge ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის დირექტორის, იზოლდა ხვიჩავას ბლიც-პასუხებს გთავაზობთ:

- კოვიდ-პანდემიამ დაგვანახა...

- რომ საზოგადოებას შეუძლია, გაერთიანდეს მთავარი პრობლემის გარშემო; მოახდინოს მობილიზება საგანგებო სიტუაციის დროს საერთო უხილავი მტრის წინააღმდეგ; გააცნობიეროს, რომ თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ გაერთიანებული ძალებით, ყველა ერთად დავმარცხდებით ამ ომში. ჩვენს მთავარ სლოგანად იქცა „კოვიდთან თანაარსებობა“.

- ონლაინ სწავლებამ გვასწავლა...

- რომ დისტანციური სწავლება არის სკოლის კულტურის ნაწილი; დიდი შესაძლებლობა გაკვეთილზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, მშობლის როლის გამოკვეთის, მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის, მასწავლებლების სურვილი მეტი ინსტრუმენტის დაუფლების, თანამშრომლობის კულტურის გაზრდის.

- 2020 წელს დავახასიათებდი...

- 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი გამოწვევის - პანდემიის წელი.

- მასწავლებლებისგან ყველაზე ხშირად მიხარია...

- საინტერესო ინიციატივები, შედეგზე ორიენტირებული საქმიანობები, ინოვაციები და შემოქმედებითობა, წარმატებები.

- მოსწავლეებისგან ყველაზე მეტად მიკვირს...

- წიგნისადმი ნაკლები ინტერესი.

- მშობლებს ვურჩევდი...

- აქტიურად ჩაერთონ თავიანთი შვილების სასკოლო ცხოვრებაში; დაეხმარონ მათ სწორი ფასეულობების ჩამოყალიბებაში; მოიპოვონ შვილების ნდობა; დაუთმონ მათ რაც შეიძლება მეტი დრო; დაეხმარონ საკუთარი ინტერესებისა და სურვილების ამოცნობაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

- ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

- როგორ გავხადო გაკვეთილი მოსწავლეებისთვის საინტერესო, სასურველი და შედეგიანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება