სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „შოთას ნაკვალევზე“ ვირტუალურად იმოგზაურეს
07-11-2017
-
+


ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლაში პროექტი „ჩვენ რუსთაველის ქვეყნიდან ვართ“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში, IV და VIII კლასის მოსწავლეებმა დაიწყეს მზადება შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ 850 წლისთავის აღსანიშნავად. შეისწავლეს გენიალური პოეტის ბიოგრაფია, ზეპირად დაეუფლნენ პოემის საყვარელ სტროფებს.

სკოლამ ასევე კედლის გაზეთის სპეციალური ნომერიც გამოუშვა, მოსწავლეებმა შეისწავლეს ქართველ ლირიკოსთა ლექსები, რომელიც ,,ვეფხისტყაოსანს“ ეძღვნებოდა.

სკოლაში მოსწავლეთა მიერ გაწეული მუშაობის პრეზენტაციაც გაიმართა. მეოთხეკლასელები, პედაგოგ მანანა გოგელიასთან ერთად, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტს ესტუმრნენ (,,გასეირნება გალერეაში“). 

მათ მასპინძლობდნენ მე-8 კლასის მოსწავლეები პედაგოგ ნინო კეკელიძესთან ერთად. პატარებმა დაათვალიერეს ამ დღისადმი მიძღვნილი საუიბილეო გამოფენა: სერგო ქობულაძის ნახატები, დაუსწრებლად იმოგზაურეს ,,შოთას ნაკვალევზე“ - იერუსალიმში, გაეცნენ ,,ვეფხისტყაოსნის“ გმირთა მოგზაურების მარშრუტებს: ინდოეთი- არაბეთი-ხატაეთი-გულანშარო-მულღანზანზარი. 

სკოლის წარმომადგენლების განცხადებით, ყველა აქტივობა იყო ორგანიზებული, სახალისო და დროში სწორად განაწილებული: 

„რუსთაველის ლექსის მადლი და სიბრძნე ტრიალებდა ქართულის კაბინეტში. ახლაც, 850 წლის შემდეგაც, შოთა რუსთაველი ისევ მომავლის პოეტად დარჩა.“

პროექტი დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრების ურთიერთანამშრომლობით განხორციელდა და მას პედაგოგები მანანა გოგელია და ნინო კეკელიძე ხელმძღვანელობდნენ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება