სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა საკლასო ოთახში დაბრუნებამდე - რეკომენდაციები მშობლებისა და ბავშვებისთვის
11-02-2021
-
+


15 თებერვლიდან დასწრებითი სწავლება იწყება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში. აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო მშობლებს დისტანციური სწავლის არჩევის შესაძლებლეობასა და დამატებით რეკომენდაციებს სთავაზობს:

  • სკოლაში წასვლამდე აკონტროლეთ თქვენი შვილის ტემპერატურა და 37 გრადუსის და მეტის დაფიქსირების შემთხვევაში არ გაუშვათ მოსწავლე სკოლაში;
  • ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად შეატყობინეთ სკოლას ბავშვების მდგომარეობა;
  • დასაშვები ტემპერატურის შემთხვევაში, სასკოლო ტრანსპორტით მგზავრობისას, მოსწავლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება;
  • სკოლაში მოსწავლისთვის პირბადის ქონა თქვენ, მშობლებმა უნდა უზრუნველყოთ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ  V-XII კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოა პირბადის სკოლის საერთო ტერიტორიაზე გამოყენება. პირბადის ტარების ვალდებულება არ აქვთ სსსმ მოსწავლეებს.
  • მშობლებმა უნდა იზრუნოთ, რომ მოსწავლე დროული გამოცხადდეს სკოლაში;
  • მშობლებმა სკოლაში ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უნდა უზრუნველყოთ  მოსწავლის სკოლიდან წაყვანა;
  • მნიშვნელოვანია ასევე, დაესწროთ სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს;
  • მშობლებს, რომლთა შვილები სწავლობენ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბანის, ფოთის, მარნეულის, გორის, ბათუმის და ქობულეთის საჯარო სკოლებში, საშუალება აქვთ სურვილის შემთხვევაში დასწრებითი სწავლების მაგივრად დისტანციური აირჩიონ. სამინისტროს ინფორმაციით, სწავლის ფორმატის არჩევის უფლება ყოველ ოთხშაბათს გექნებათ. სურვილის შემთხვევაში ონლაინ სწავლებისთვის შვილი უნდა დაარეგისტრიროთ ვებ-გვერდზე Online.emis.ge. დასწრებით სწავლებაზე დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, ისევ ოთხშაბათ დღეს უნდა გააუქმოთ რეგისტრაცია ვებ-გვერდზე Online.emis.ge.
  • ვინაიდან შეჩერებულია კვების ობიექტების ფუნქციონირება, სურვილის მიხედვით თავად უნდა უზრუნველყოთ მოსწავლე საკვებით.

განათლების სამინისტრო მშობლებს ასევე სთავაზობს ინფორმაციას, რომელიც სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში დაწყებამდე უნდა გააცნონ შვილებს:

  • სკოლის საერთო სივრცეებში V-XII კლასის მოსწავლეები უნდა გადაადგილდნენ მხოლოდ პირბადით,  
  • სკოლაში გადაადგილებისას უნდა დაიცვან 1 მეტრიანი დისტანცია.
  • საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ მოსწავლემ ხელები უნდა დაიბანოს საპნით და გაიმშრალოს ქაღალდის ხელსახოცით.
  • გაკვეთილზე ხელის დაბინძურების შემთხვევაში, მოსწავლემ ხელები უნდა დაიმუშაოს სადეზინფექციო ხსნარით.
  • ხველების ან ცემინების შემთხვევაში, მოსწავლემ სახეზე უნდა აიფაროს მოხრილი იდაყვი ან გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი. გამოყენების შემდეგ ხელსახოცი მოსწავლემ უნდა მოათავსოს თავდახურულ ურნაში;
  • საკვების მიღებამდე და შემდეგ მოსწავლემ აუცილებლად უნდა დაიბანოს ხელები დადგენილი წესით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში მონაწილეობენ სასწავლო პროცესში

„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება