სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რას ნიშნავს გამოცდა დიდაქტიკაში, რომელსაც პედაგოგები სტატუსის ასამაღლებლად ჩააბარებენ - ბერიკა შუკაკიძის განმარტება მასწავლებლებისთვის
02-02-2021
-
+


პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალმა სქემამ პედაგოგებში იმთავითვე გაუგებრობა და ერთგვარი უკმაყოფილებაც გამოიწვია. განსაკუთრებით კი იმ პუნქტმა, რომელიც სტატუსის ცვლილების მსურველთათვის დიდაქტიკის გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.

მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელმა, ბერიკა შუკაკიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ პედაგოგებს სტატუსის ასამაღლებლად  გამოცდა ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ 50%-ზე მაღალი შეფასებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტის ჩაბარება თავიდან მოუწევთ, რასაც ემატება დიდაქტიკის გამოცდა;

წარმატებული ტესტირების შემდეგ კი, პედაგოგი გზავნის თავის პორტფოლიოს, რომელსაც სამინისტროს, მასწავლებლის სახლის, რესურსცენტრის და ესგ-ს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი აფასებს.

რას ნიშნავს დიდაქტიკის გამოცდა და რატომ ურთულებენ პედაგოგებს ისედაც გართულებულ ცხოვრებას? - ამ კითხვებით Etaloni.ge მასწავლებლის სახლის ხელმძღვანელს, ბერიკა შუკაკიძეს დაუკავშირდა.

„დიდაქტიკის გამოცდა, ესაა გამოცდა პროფესიულ უნარებში. ეროვნული სასწავლო გეგმების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მასწავლებლის სტანდარტსა და ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს, ჩვენ გადავცემთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს; ასევე გადავცემთ ლიტერატურას, რაზე დაფუძნებითაც მათ უნდა შეიმუშაონ ტესტი. შემდეგ ტარდება პრეტესტი და დგინდება მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, რაც „ნაეკის“ თანამშრომლების კომპეტენციაა. ვიმეორებ - ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, „ნაეკისთვის“ მიგვეცა უფროსი და წამყვანი მასწავლებლების სტანდარტი, ასევე, რა მოთხოვნები აქვს ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრს. სწორედ ამ ყველაფერზე დაფუძნებით, ისინი შეიმუშავებენ პროფესიულ უნარებში მაღალი დონის ტესტებს და ამ ტესტებით გაიზომება მასწავლებლების წარმატების ხარისხი“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

პიროვნება
სკოლები

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

მოსწავლეებმა წიგნს ილუსტრაციებიც დაურთეს და მკითხველს მსოფლიო მოგზაურები საინტერესოდ წარუდგინეს

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება