სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ უპრეცედენტო პროექტს იწყებს - „ნებისმიერი ჯანსაღი წამოწყება სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერილი!“
28-01-2021
-
+


31 იანვარს „ეტალონის“ გუნდი უპრეცედენტო პროექტს იწყებს: პირდაპირ ეთერში (LIVE) გავა სამი გადაცემა - ინტელექტუალური კონკურსი „აბიტურიენტთა  თანავარსკვლავედი“, „გაამოს!“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლებაზე და ინტელექტუალური კონკურსი „საქართველოს SUPER ოჯახები“. გადაცემებს ინტერაქტიული-შემეცნებითი ხასიათი ექნება. „ეტალონის“ გუნდი LIVE-გადაცემებს  პროექტის უცვლელ თანამოაზრეებთან ერთად ახორციელებს და  ახალ მეგობრებსაც რთავს - მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლება და ვისაც მოსწავლე-ახალგაზრდების ბედი აღელვებს.

„ეტალონის“ ერთ-ერთი მხარდამჭერი და თანამოაზრეა ბატონი დიმიტრი გაბუნია, რომელიც სატელევიზიო გადაცემა „ეტალონის“ პარტნიორი ადვოკატის სტატუსით გახდა და კვლავაც განაგრძობს პროექტის მხარდაჭერას, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის სტატუსით.

- „ეტალონთან“ ჩემი მეგობრობა ათეულ წელზე მეტს ითვლის. მაშინ სხვა სტატუსით ვიყავი, ახლა სხვა სტატუსი მაქვს; მიხარია, რომ პროექტი, ყველა გამოწვევის მიუხედავად, ტრანსფორმირებული ფორმით, მაინც გრძელდება.

- სტატუსის ცვლილებამ მეგობრობის ხარისხი ხომ არ შეცვალა „ეტალონთან“, ბატონო დიმიტრი?

- არა, მეგობრებს ასე, მარტივად არ ვიცვლი; გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ „ეტალონი“ ქვეყნისთვის კარგი პროექტია, რომელმაც შეიძლება, პოზიტიური ეფექტი მოიტანოს, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე.

- ცნობილია, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მხარს უჭერს პროექტს, განსაკუთრებით პროექტში „სუპერ-ოჯახების“ ჩართულობის კომპონენტს, რომელიც სამომავლოდ, ემიგრაციაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების აქტიურ ჩართულობასაც გულისხმობს.

- ზოგადად, ქვეყნის სტრატეგიული მიმართულებებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიედ, საქართველოს ფარგლებს გარეთ არიან, იგრძნონ მხარდაჭერა და ამ მიმართულებით „ეტალონი“ უდავოდ მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. თავისთავად, ყველა ჯანსაღ წამოწყებას - ემიგრაციაში მყოფი ოჯახები ჩაერთონ ასეთ პროექტებში - მხარს დავუჭერთ.

- ესე იგი, მიიჩნევთ, რომ სახელმწიფო ჩართული უნდა იყოს არაფორმალური განათლების პროექტებში?

- ცალსახაა - ნებისმიერი ჯანსაღი წამოწყება სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს მხარდაჭერილი! ცალკე სახელმწიფო ყველაფერს ვერ გააკეთებს - კერძო, ჯანსაღი  ინიციატივები ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩვენი შემდგომი განვითარებისთვის, იმიტომ, რომ განათლება უპირველესია. მისასალმებელია ის, რასაც „ეტალონი“ აკეთებს და ვფიქრობ, ერთობლივი ძალით ძალიან კარგ შედეგებზე გავალთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება