სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეტალონის“ ახალი გადაცემები 31 იანვარს LIVE რეჟიმში იწყება!
28-01-2021
-
+


31 იანვარს „ეტალონის“ გუნდი უპრეცედენტო პროექტს იწყებს: პირდაპირ ეთერში (LIVE) გავა სამი გადაცემა - 13:00 საათზე ინტელექტუალური კონკურსი „აბიტურიენტთა  თანავარსკვლავედი“, 15:00 საათზე „გაამოს!“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა განათლებაზე და 17:00 საათზე ინტელექტუალური კონკურსი „საქართველოს  SUPER ოჯახები“.

გადაცემებს ინტერაქტიული შემეცნებითი ხასიათი ექნება. „ეტალონის“ გუნდი LIVE გადაცემებს თავისი პროექტის უცვლელ თანამოაზრეებთან ერთად ახორციელებს და პროექტებში ახალ მეგობრებსაც რთავს - მათ, ვისთვისაც მნიშვნელოვანია განათლება და ვისაც მოსწავლე-ახალგაზრდების ბედი აღელვებს.

გადაცემები LIVE რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ „ეტალონის“ ფეისბუქ-გვერდზე და ასევე ჩვენს ვებ-გვერდზე ETALONI.GE

„აბიტურიენტთა  თანავარსკვლავედი“ ეს არის უნიკალური დისტანციური ONLINE ინტელექტუალური ინტერნეტ გადაცემა-თამაში, მეყსეული ONLINE შეფასებებით და იქვე გამოვლენილი გამარჯვებულებით, რომლებსაც ახლო მომავალში ძალიან ბევრი წახალისება და პერსპექტივა ელით.

„გაამოს!“ - სააზროვნო საუბრები აღზრდა განათლებაზე არის ONLINE ინტელექტუალური გადაცემა - საინტერესო სააზროვნო საუბრები აღზრდა-განათლების პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე, ქვეყნის მომავალზე მოფიქრალი ადამიანებისთვის, მზრუნველი ოჯახებისთვის და განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის.

„საქართველოს  SUPER ოჯახები კი გახლავთ უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში სახლიდან გაუსვლელად, ყველასთვის თანაბარ პირობებში; დიდი ოჯახური სამზადისი, მხიარულება, ემოციები და მეყსეული ONLINE შეფასებები; გუნდურობის უპირატესობა, განსხვავებული ასაკისა და თაობის ადამიანთა თანამოაზრეობისა და ინტელექტის შედეგები და „საქართველოს ეტალონი სუპერ ოჯახის ტიტულის“ მფლობელების გამოვლენა-წახალისება!


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება