სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

2021 წელს მასწავლებლებს ყველაზე მეტად გაუმართლებთ - იღბლიანი პროფესიები და დღეები ასტროლოგებმა ​დაასახელეს
06-01-2021
-
+


კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიო ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა და შესაბამისად, გარკვეული პროფესიების წარმომადგენლებს 2021 წელი მარტივ ცხოვრებას ნამდვილად არ უქადის.

ასტროლოგები გვთავაზობენ ჰოროსკოპს პროფესიების მიხედვით, სადაც ირკვევა, რომ თეთრი მეტალის ხარის წელი ყველაზე იღბლიანი იქნება მოდისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის. თუმცა არსებობს პროფესია რომელსაც 2021 წელს განსაკუთრებული წარმატება ელის - თუ თანამედროვე ვარსვლავთმრიცხველებს დავუჯერებთ, ეს წელი მასწავლებლებისა და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებისთვის განსაკუთრებით იღბლიანი იქნება, რადგან განათლებაზე უარს არავინ იტყვის, მიუხედავად პანდემიისა თუ სხვა კატაკლიზმებისა.

იღბლიან პროფესიებს შორის სახელდება ასევე მიწათმოქმედება და როგორც ამბობენ, ვირთხის წელი საკვანძო გახლდათ, რომელმაც ფუნდამენტი ჩაუყარა მომდევნო 12 წელიწადს - მართალია ადამიანები ავადმყოფობდნენ, ბევრი გარდაიცვალა, მაგრამ მათთვის, ვინც მუშაობდა, ცდილობდა, აღმოეჩინა ახალი შესაძლებლობები და არ დანებდა შექმნილ ვითარებას, მომდევნო 11 წელი საკმაოდ აქტიური იქნება.

ამასთან ერთად, ასტროლოგებმა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ყველაზე იღბლიანი დღეები დაასახელეს, რომელსაც გთავაზობთ:

ვერძისთვის იღბლიანი იქნება 15 აპრილი, როდესაც მიეცემა შანსი, გამოავლინოს საკუთარი შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები დასახოს;

კუროსთვის საუკეთესო დღე 17 აპრილი იქნება - ასტროლოგების პროგნოზით, სწორედ ეს დღე გახდება წარმატების საფუძველი;

ტყუპებს კი ნამდვილი ფოიერვერკი ელით 28 მაისს - ახალი ნაცნობობა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ;

კირჩხიბს 23 ივნისს გაუმართლებს, როდესაც დადებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ეცდებით, საკუთარი ცხოვრება შეცვალოთ;

ლომს 13 ივნისს გაუმართლებს - იმის გათვალისწინებით, რომ მათ რთული პერიოდის გავლამ მოუწიათ, ამ დღეს უდიდეს ბედნიერებას იგრძნობენ;

ქალწულისთვის 18 აგვისტო იქნება ბედნიერი - როცა კარიერაში რადიკალურ ცვლილებებს შეიტანთ;

სასწორისთვის 6 სექტემბერი აღმოჩნდება ბედნიერების მომტანი -  წარმატება გელით პირად ცხოვრებაში;

მორიელმა ყურადღება უნდა მიაქციოს 18 ნოემბერს - მოგეცემათ საშუალება მაქსიმალურად დაუთმოთ დრო საკუთარ გატაცებასა და პირად ურთიერთობებს;

მშვილდოსანს 21 მაისს გაუმართლებს - ბევრ რამეს გადააფასებთ ცხოვრებაში და რადიკალურ ცვლილებებსაც დაგეგმავთ;

თხის რქას 23 აგვისტოს ექნება საუცხოო დღე, იმისთვის, რომ გააფორმოს ახალი ხელშეკრულებები და კარიერული წინსვლისთვის სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღოს;

მერწყული ბედნიერების გზას იპოვის 29 ნოემბერს, ხოლო 3 ივნისს თევზებს მიეცემათ შანსი, პირადი ცხოვრება დაალაგონ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება