| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბში ''ერთობა'' გაეროს მოდელირების სიმულაციური თამაში ჩატარდა.
სიმულაციური თამაშის მიზანს წარმოადგენდა კლუბის წევრების განათლების და ცნობიერების დონის ამაღლება გაეროს ისტორიის, სისტემის, სტრუქტურის, გაეროს მოდელირებასთან დაკავშირებული წესების და პროცედურების შესახებ.
გაეროს მოდელირება გაეროს სისტემაში შემავალი ორგანოების - ეკონომიკური და სოციალური საბჭოს, უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და ა.შ. მუშაობის იმიტაციას წარმოადგენს. მონაწილენი წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა როლებს ასრულებენ და ამჟამად გაეროს დღის წესრიგში მდგარ საკითხებს განიხილავენ.
როგორც ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ფიქრია გიორხელიძე აღნიშნავს, მონაწილეებს შესანიშნავი საშუალება მიეცათ დაენახათ, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე:
''მონაწილეებს შესანიშნავი საშუალება ეძლევათ დაინახონ, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები საერთაშორისო დონეზე, როგორ მუშაობს მრავალმხრივი დიპლომატია, მთლიანად გაერო. ყოველ მონაწილეს შეუძლია გამოავლინოს თავისი შესაძლებლობანი როგორც დიპლომატმა, ლიდერმა, ორატორმა და ექსპერტმა ერთდროულად. გაეროს მოდელირებისთვის არჩეულ იქნა აქტუალური პრობლემა - ტერორიზმი, რომელიც არაერთი ქვეყნის დღის წესრიგში მდგომი საკითხია. თითოეულმა მონაწილემ წარმოადგინა თავისი ქვეყანა და პროექტის დასასრულს გენერალურ ანსამბლეაზე კომიტეტმა წარადგინა სარეზოლუციო პროექტი. სხდომა წარმართა კლუბის ლიდერმა მეათე კლასის მოსწავლემ ნია ჯიქიამ.’’
იხილეთ ფოტოებიეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში