| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეს საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ხუხუა ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ღონისძიების საუკეთესო სამეულში მოხვდა.
მოსწავლემ მესამე ადგილი დაიკავა.
სკოლა მოსწავლის წარმატებით ამაყობს.
„იყო მასწავლებელი დიდი პასუხისმგებლობაა მომავალი თაობის წინაშე, მაგრამ უდიდესი პატივი, სიამაყე და ათმაგი პასუხისმგებლობაა ასეთი ღირსეული, უნიჭიერესი აღსაზრდელების წინაშე, რომელნიც ყოველდღიურად გვაოცებენ და სიამაყით გვავსებენ აღმზრდელ პედაგოგებს, მშობლებს, სოფელს თუ ახლო მეგობრებს... დღეს, ამ უწმინდეს დღეს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი წარმატებისკენ გადადგა ჩვენი სკოლის უნიჭიერესმა, მიზანდასახულმა, მაგრამ ამავე დროულად თავმდაბალმა ჩემმა მერცხალმა...მარიამ ხუხუა, 2020 წლის საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ფინალური ტურის მესამეადგილოსანი, მარტვილის მუნიციპალიტეტის ამ პატარა სკოლის ღირსეული მომავალი და მთელი მუნიციპალიტეტის სიამაყეა...ვუსურვებ ჩემს კოლექტივს, მარტვილის ყველა სკოლასა და სრულიად საქართველოს უმრავლოს ღირსეული თაობები ყველა სფეროში... ვისურვებდი, რომ მჯობოს მჯობი არ გამოლეოდეს ჩვენ პატარა ერს“,-ნათქვამია სკოლის წერილში.
აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2020 წლის დასკვნითი ღონისძიება დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ღონისძიებას ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი გაუძღვა, მონაწილეები კი კონკურსს ვიდეოპლატფორმის საშუალებით მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთვნენ.
ცნობისთვის, 2020 წლის შემოდგომაზე ტრადიციული ფორმატის შენარჩუნებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით დამტკიცებული რეკომენდაციების დაცვით, ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ეტაპის ღონისძიებები საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში გაიმართა.
თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდნენ „ეტალონი მოსწავლეები“, ხოლო ღონისძიების მონაწილეები თავის მხრივ მუნიციპალიტეტების სკოლებში ჩატარებული პირველი ეტაპის სპეციალური ტესტირების შედეგად შეირჩნენ.
ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს
დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება
სექტემბრიდან მასწავლებლები 1250 ლარიან დანამატს მიიღებენ - ვის ეხება მინისტრის გადაწყვეტილება
„ინდივიდუალურით კი არა, ჯგუფური სწავლებით უფრო მეტს ისწავლის ბავშვი“
„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...
მოსწავლეებმა დიდი მონდომებითა და შემოქმედებითი მიდგომით გააფორმეს თითოეული ასო
ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს
„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“