| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლა გარე დაკვირვების წარმატებით გავლას ულოცავს ბიოლოგიის მასწავლებელს - ლელა ტყემალაძესა და დაწყებითის მასწავლებელს - მანანა შეყილაძეს. გარდა ამ პედაგოგების წარმატებისა, წამყვანის სტატუსი მიიღო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ქეთევან წიკლაურმა.
„ძალიან გვახარებს თითოეული პედაგოგის წარმატება, შემოდგომის სემესტრს, მიუხედავად რიგი გამოწვევებისა და სირთულეებისა, წარმატებულად ვთვლი. წამყვანის სტატუსი მიიღო ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა, ქეთევან წიკლაურმა და ახლახანს გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა კიდევ ორმა პედაგოგმა, ლელა ტყემალაძემ და მანანა შეყილაძემ. მათი წამყვანის სტატუსიც მალე აისახება. სკოლას მალე ეყოლება 9 წამყვანის სტატუსიანი პედაგოგი. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენი სკოლის პედაგოგები ადვილად უმკლავდებიან გამოწვევებს და ზრუნავენ თავიანთ პროფესიულ წინსვლაზე. წარმატებებს ვუსურვებ არა მარტო ჩვენს, არამედ ყველა პედაგოგს, ამ რთული ჟამის დროს არ დაეკარგოთ სურვილი წინსვლის და განვითარების!“ - აღნიშნავს სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე.
იხილეთ ფოტოები
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
4 500-მდე ვაკანსია სკოლებში სწავლის დაწყებიდან დღემდე - ყველაზე მოთხოვნადი საგნის მასწავლებლების TOP ხუთეული ცნობილია
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
პატარებმა წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯი დიდი ენთუზიაზმით გადადგეს
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი