სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბახვის საჯარო სკოლაში ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული გაიმართა
11-12-2020
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, 16 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე სკოლებში ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული გაიმართა. კვირეული ონლაინ სივრცეში ჩატარდა.

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები კვირეულის ორგანიზების საქმეში აქტიურად ჩაერთვნენ.

სასკოლო კონკურსის - „არა ძალადობას! ძალა უფლებას!“ შეფასების და საუკეთესო ნაშრომების გამოვლენის მიზნით სკოლაში დირექტორის ბრძანებით შეიქმნა კომისია.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლებმა და კლასის ხელმძღვანელებმა ძალადობის თემაზე გაკვეთილები ჩაატარეს.

„სასიამოვნო იყო მშობლების ჩართულობა, კომისიის წინაშე შემოვიდა მშობლების მიერ მომზადებული ელექტრონული სახის საინფორმაციო ბუკლეტი/ფლაერი, დაახლოებთ ოცამდე მოსწავლის მიერ შექმნილი საინფორმაციო ბუკლეტი, მერვე კლასის მოსწავლეებმა ასფალტზე ხატვის აქცია მოაწყვეს, ყველა მოსწავლემ ერთდროულად საკუთარი სახლის წინ, ქუჩაში ასფალტზე ხატვით გამოხატა პროტესტი, აქცია ონლაინ ჩართვით იხილეს სკოლის მოსწავლეებმა, ჩატარდა სკოლის სამოქალაქო კლუბის - „ჰორიზონტის“ გასულ წლებში გადაღებული ფილმის - „ჩვენ ბევრს არ ვითხოვთ“ ჩვენება -განხილვა, მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შესრულებული პლაკატები, რამდენიმე მოსწავლემ მოამზადა ვიდეომიმართვა. მიმდინარეობს საუკეთესო ნამუშევრების გამოვლენის პროცესი“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

საბავშვო ბაღების სია ცნობლია - რა საკითხებს განიხილავენ სპეციალურ საბჭოზე 

როდესაც სწორად შერჩეული თანამედროვე ტექნოლოგიები, სკოლა და ოჯახური მზრუნველობა ერთიანდება, წარმატება გარდაუვალია

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეები ერთთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ

სასწავლო წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და შთაბეჭდილებები მოსწავლეებმა საინტერესო და შემეცნებითი ექსკურსიით დააგვირგვინეს

 

 

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება