სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„ჩაკეტილების“ მეორე სეზონი: ქაოსი ოჯახებში და მასწავლებლების მოტყუების ახალი მეთოდი - „მას, გაიჭედეთ“, „დასვენებაზე ვიყავი“...
07-12-2020
-
+


როცა კოვიდი იღვიძებს, იქ ქვეყნის წინსვლაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და რაღა თქმა უნდა, ხარისხიან განათლებაზე, საუბარი ზედმეტია. დღეს, როდესაც არასრული, მაგრამ მაინც ე.წ. ლოქდაუნი გამოცხადებულია, დიდი ქალაქების სკოლები ონლაინ-სწავლებაზე სრულად არიან გადასულები და სამსახურებიც (თუ ასეთი შერჩა ვინმეს) დისტანციურ რეჟიმშია, ოჯახებში სრული ქაოსი სუფევს.

რა შეიცვალა პირველი ჩაკეტვიდან დღემდე? - განსაკუთრებული არაფერი, გარდა იმისა, რომ ახლა ონლაინ-სწავლება უფრო ორგანიზებულია და მოსწავლეებსაც მეტი მოეთხოვებათ - გაკვეთილებზე დასწრებით დაწყებული, დავალებების შესრულებით დამთავრებული. ცალკე თემაა - ვინ როგორ ასრულებს საკუთარ მოვალეობას; ამას დავუმატოთ საცხოვრებელ სახლებში გადანაცვლებული ორგანიზაციები თუ სასწავლო დაწესებულებები, და რთული მისახვედრი სულაც არაა, რა ხდება ოჯახებში; მით უმეტეს, რომ ახლა უფროსები დიდი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან - აქამდე სახლიდან მაინც გადიოდნენ, ახლა კი, გამოკეტილები და კომპიუტერებსმიჯაჭვულები ცდილობენ, შემოსავალი არ დაკარგონ. ხომ გესმით - მაინც მიჩვევის ამბავია, ბავშვები ასე თუ ისე, შეეგუვნენ ონლაინ-რეჟიმს, უფროსებისთვის კი ამ ყველაფერთან გამკლავება იოლი სულაც არაა. ჰოდა აქედან გამომდინარე, თუ  პირველ ჩაკეტვაზე, მშობლებმა ერთხმად აღიარეს, რომ პედაგოგები გმირები არიან, მეორე წრეზე უკვე ბავშვები აღიარებენ დამსაქმებლების გმირობას. რაც უნდა იყოს, გაზაფხულზე მშობლებს უნდა გაეძლოთ შვილებისთვის, ახლა კი პირიქით - ბავშვებს უწევთ მშობლების გაძლება.

აღიქვამენ თუ არა ონლაინ-სწავლებას სერიოზულად? - ამ კითხვაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს, თუმცა მშობლების უმრავლესობა უკვე ჩივის, რომ ბავშვებს ყველაფრის ინტერესი დაკარგული აქვთ, ენერგიას ვერ ხარჯავენ, შესაბამისად გვიანობამდე ვერ იძინებენ, დილას კი გაღვიძება უჭირთ და ვერც გაკვეთილებს ესწრებიან. ჰოდა, არის ერთი გაწევ-გამოწევა, მშობლებს რომლებსაც ონლაინ-სამსახურში აგვიანდებათ, იმის გაკონტროლებაც უწევთ, ბავშვმა საფუძვლიანად გაიღვიძა თუ არა და ნამდვილად ესწრება თუ არა ონლაინ-გაკვეთილს.

აღარაფერს ვამბობთ იმ ხრიკებზე, რომლებიც ჯერ კიდევ შარშან მოიფიქრეს და 2020-2021 სასწავლო წელს, ამ ყველაფერმა ბევრად დახვეწილი სახე მიიღო. ონლაინ-გაკვეთილზე კამერისა და ხმის გათიშვა აქტუალური აღარ არის, ახლა ხშირად ისმის ფრაზები - „მას, გაიჭედეთ!“, „დასვენებაზე ვიყავი“, „მას, თქვენი ხმა არ გვესმის“... მასწავლებლებიც ცდილობენ, აღმოფხვრან ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც რეალურად არ არსებობს და ამასობაში, გაკვეთილის დროც იწურება.

ბუნებრივია, ამ პროცესს მშობლებიც ვერ გააკონტროლებენ და საბოლოოდ, სადამდე მიგვიყვანს სამსახურები და სკოლები ონლაინ, ამის პროგნოზირება საკმაოდ რთულია. მანამდე კი ისღა დაგვრჩენია, მასწავლებლებს ვუთანაგრძნოთ, რადგან მათ 24-საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა მოსწავლეებთან, რომლებიც ონლაინ-გაკვეთილების გაცდენისთვის, ყოველდღიურად, ახალ-ახალ ხრიკებს იგონებენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება