სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა და RTI-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა
12-11-2020
-
+


დღეს სამმხრივი მიმართულების კვლევების ინსტიტუტსა (RTI) და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს შორის საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში USAID საბაზისო განათლების პროგრამა, რომელსაც RTI ახორციელებს, სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივების დასანერგად საგრანტო დაფინანსებას მიიღებს.

ორგანიზაციების თანამშრომლობის ფარგლებში საქმიანობა სამი მიმართულებით წარიმართება:  

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია: ცალკეული რეგიონების საუკეთესო მასწავლებლების წარმოჩენა, წახალისება და საზოგადოებისათვის გაცნობა. 2020 წლის ნოემბერში  USAID საბაზისო განათლების პროგრამა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამოაცხადებს კონკურსს საუკეთესო მასწავლებლების გამოსავლენად. ჟიურის მიერ შერჩეული გამარჯვებულები 2021 წლის მაისში დასახელდება. 

მშობლებისა და საზოგადოების ეფექტიანი ჩართულობის წახალისება: პროგრამის ფარგლებში დაიგეგმება სხვადასხვა აქტივობები მოსწავლეთა მშობლებისა და საზოგადოების ჩართულობით, რაც დადებითად აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებისა და შედეგებზე, ხელს შეუწყობს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებას. 

პროექტის მესამე ინიციატივაში, სახელწოდებით „ახალი თაობა“ ჩაერთვებიან რვა რეგიონული სახელმწიფო უნივერსიტეტი და მათემატიკისა და წიგნიერების სპეციალისტები. მასწავლებელთა მოსამზადებელი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან ერთად შემუშავდება სკოლის შემდგომი აქტივობები არაფორმალური განათლების ფორმატში. აქტივობები მიმართული იქნება მოსწავლეებში 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარების განვითარებისკენ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატების მისაღწევად და ქვეყნის ადამიანური კაპიტალის გასავითარებლად. 

RTI-ს შესახებ: RTI ახორციელებს USAID საქართველოს მიერ დაფინანსებულ ოთხწლიან საბაზისო განათლების პროგრამას, რომლის მიზანია ქვეყანაში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმების მხარდაჭერა და დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების ხელშეწყობა წიგნიერებისა და მათემატიკის მიმართულებით. პროგრამა ხორციელდება და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რვა უნივერსიტეტთან და ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. 

ფონდის შესახებ: გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა საქმიანობა 2017 წელს დაიწყო. საქველმოქმედო ორგანიზაცია ინა გუდავაძის ინიციატივითა და დაფინანსებით შეიქმნა. მისი მისიაა ხელი შეუწყოს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითარებას. გპფ სამი ძირითადი მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას: სასკოლო, საშუალო სპეციალური და უმაღლესი განათლება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება