| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის IVა კლასის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ხსოვნას კლასის საათი მიუძღვნეს. მოსწავლეებმა გაიხსენეს მწერლის ბიოგრაფია, მისი მოღვაწეობა და წაიკითხეს ლექსები „დედაენაზე“.
„მხოლოდ დედა ენა არის ენა სულისა და გულისა, ყველა უცხო ენანი კი არიან ენანი მეხსიერებისა... მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“ /ი.გოგებაშვილი/-ამ სიტყვების ავტორს, დიდ იაკობ გოგებაშვილს მიეძღვნა კლასის საათი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის მე-4-ა კლასში (მასწავლებელი ი. ჩოგოვაძე) 2020 წლის 28 ოქტომბერს.
მოსწავლეებმა საინტერესოდ ისაუბრეს მწერლისა და პედაგოგის ბიოგრაფიის შესახებ, წაიკითხეს ლექსები დედაენაზე, რომელიც მიმდინარეობდა პრეზენტაციის ფონზე. მათ დიდი სურვილი აქვთ გაზაფხულზე (როცა პანდემია გადაივლის) ესტუმრონ ვარიანს, ნახონ იაკობ გოგებაშვილის ულამაზესი სახლ - მუზეუმი, მოილოცონ ღვთისმშობლის ტაძარი და დააგემოვნონ წყაროს ცივი წყალი, წარმატებები ჩვენს გონიერ მოსწავლეებს და მათ მასწავლებელს!“-აღნიშნულია გიმნაზიის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ